Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

“Italy. Land of Wonders”: აღმოაჩინეთ იტალია ინოვაციური ვიდეო თამაშის მეშვეობით

თარიღი:

21/07/2021


“Italy. Land of Wonders”: აღმოაჩინეთ იტალია ინოვაციური ვიდეო თამაშის მეშვეობით

"ITALY. Land of Wonders", ვიდეო თამაში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით, უცხოელებისთვის იტალიური კულტურის, ღირშესანიშნაობებისა და სილამაზის გაცნობის მიზნით შეიქმნა. iOS-ისა და Android-ის ოპერაციული სისტემებისთვის განკუთვნილი უფასო თამაში ხელმისაწვდომია 11 ენაზე და შედგება 100 სხვადასხვა სირთულის დონისგან, რომლებიც იტალიის კულტურული მემკვიდრეობის უმთავრეს თემებს (ბუნებას, ხელოვნებას, თეატრს, დიზაინსა და გასტრონომიას) უკავშირდება.

ამ თამაშის მეშვეობით, ბავშვები და მოზარდები იტალიის ნაკლებად ცნობილ ადგილებს, წეს-ჩვეულებებსა და საინტერესო ამბებს გაეცნობიან და ვირტუალურად იმოგზაურებენ იტალიის ზღვებსა თუ მთებში, ქალაქებსა თუ სოფლებში, მითებსა თუ ლეგენდებში.

თამაში შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიას უკვე იცნობენ და, ასევე, მათთვის, ვისაც იტალიური ენის ცოდნის გაღრმავება სურს. "ITALY. Land of Wonders" ერთგვარი გზამკვლევია, სადაც 600-მდე სახალისო ისტორია და საინტერესო ფაქტია თავმოყრილი.

დეტალების სანახავად დააჭირეთ აქ.


land of wonders poster


ადგილი:

Tbilisi

1340