ფესტივალი "Estate all'Italiana" იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს უმნიშვნელოვანესი იტალიური ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების პოპულარიზაციას. ინიციატივა ხორციელდება ასოციაცია ItaliaFestival-თან თანამშრომლობით, რომელიც აერთიანებს იტალიის ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ, თეატრალურ, ცეკვისა და პერფორმანსის ფესტივალებს.
"Estate all'Italiana" წელს უკვე მეორედ ტარდება და მუსიკისა თუ თეატრის მოყვარულებს სთავაზობს სამი თვის განმავლობაში უფასო წვდომას იტალიური ფესტივალების ფარგლებში გამართულ სპექტაკლებსა და კონცერტებზე. მათი ნახვა (როგორც ლაივსტრიმის რეჟიმში, ასევე, მოთხოვნით) შესაძლებელია ვებ-პორტალი Italiana-ს Vimeo-ს არხზე.
პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.
ფესტივალი "Estate all'Italiana": 26 კონცერტი და წარმოდგენა, რომელთა ნახვა ონლაინ შეგიძლიათ
2021-07-23

Maeci
ადგილი:
Tbilisi