“ათასი საოცრება”, ჯერონიმო სტილტონისა და მისი ოჯახის ახალი თავგადასავალი, წარმოსახვითი მოგზაურობა იტალიის ოც რეგიონში, ადგილობრივი ტრადიციების, კულტურის, ღირშესანიშნაობებისა და სილამაზის აღმოსაჩენად. პერსონაჟები, რომიდან ვენეციამდე და აპენინებიდან ალპებამდე, სხვადასხვა ადგილებს მოინახულებენ და გასტრონომიულ წეს-ჩვეულებებსა და ხალხური რეწვის ნაწარმსაც გაეცნობიან.
“ათასი საოცრება” იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პროექტია, რომელიც იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით განხორციელდა და წიგნის სახით ოთხ ენაზე (იტალიურ, ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე) მომზადდა და დაიბეჭდა გამომცემლობა „Piemme-Mondadori“-ს მიერ. გამოცემა ხელმისაწვდომია იტალიური ენის, კულტურისა და კრეატიულობის პოპულარიზაციისთვის სპეციალურად შექმნილ ვებპორტალზე italiana.esteri.it.
წიგნის სანახავად დააჭირეთ აქ.
„ათასი საოცრება“, მოგზაურობა იტალიის აღმოსაჩენად
2021-05-31

Maeci
ადგილი:
Tbilisi