Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ეროვნული პრემია თარგმანისთვის

თარიღი:

15/02/2021


ეროვნული პრემია თარგმანისთვის

იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი თარგმანისთვის ეროვნული პრემიის მისაღებად.
სამინისტროს მიერ ყოველწლიურად რვა (მთავარი და სპეციალური) პრემია გაიცემა მთარგმნელობით (როგორც უცხო ენიდან იტალიურ ენაზე, ასევე, იტალიური ენიდან უცხო ენაზე) და საგამომცემლო სფეროში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადაა 2021 წლის 31 მარტი.

კანდიდატებმა ჯეროვნად შევსებული განაცხადი უნდა გააგზავნონ სპეციალურად შექმნილი ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით (დარეგისტრირება აუცილებელია), რომელიც ხელმისაწვდომია იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტროს ვებგვერდზე.

კონკურსის პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1304