Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

შეხვედრა დიდებულ მუსიკასთან თბილისის ბაროკოს ფესტივალზე

თარიღი:

17/11/2020


შეხვედრა დიდებულ მუსიკასთან თბილისის ბაროკოს ფესტივალზე

20 ნოემბერს იწყება თბილისის ბაროკოს ფესტივალი, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში ბაროკოს მუსიკის ერთადერთი ფესტივალია და წელს უკვე მეექვსედ ტარდება. ამ პრესტიჟულ მუსიკალურ ღონისძიებაში, რომელიც ტრადიციულად იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება, სხვა ვირტუოზებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ცნობილი იტალიელი ფაგოტისტი სერჯო აცოლინი.
უამრავი ეროვნული და საერთაშორისო პრემიის მფლობელი, კრიტიკოსთა მიერ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ფაგოტისტად აღიარებული, ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი მუსიკოსი წარსდგება ფესტივალის გახსნით კონცერტზე და „საქართველოს სინფონიეტასთან" ერთად შეასრულებს ბაროკოს ეპოქის დიდი კომპოზიტორების, ალბინონის, ვივალდის, ჯემინიანისა და კატანეოს მუსიკალურ შედევრებს.
საფესტივალო კონცერტების მოსმენა შესაძლებელი იქნება სატელევიზიო არხის „სილქ უნივერსალის" პირდაპირ ეთერში და ასევე, ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.


ადგილი:

Tbilisi

1286