Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიელი ხელოვანების მონაწილეობა თბილისის არქიტექტურულ ბიენალეზე

თარიღი:

28/10/2020


იტალიელი ხელოვანების მონაწილეობა თბილისის არქიტექტურულ ბიენალეზე

თბილისის არქიტექტურული ბიენალე, რომელიც უკვე მეორედ იმართება, გამოცდილების, იდეებისა და საპროექტო გადაწყვეტილებების გაცვლის შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს. ბიენალე წელს უჩვეულო ფორმატში, ციფრულ სივრცეში, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების მეშვეობით ტარდება და მისი სახელწოდებაა „რა გვაქვს საერთო".

ახალი ურბანისტული ენა, ინდუსტრიული არქიტექტურა, კავშირი ადამიანსა და მის გარშემო არსებულ ურბანულ პეიჟაზს შორის, კოლექტიური სივრცეები, რომლებიც დღევანდელმა რეალობამ დაცარიელებულ და დანაწევრებულ ადგილებად აქცია - ეს და სხვა საინტერესო თემები იქნება განხილული ვებინარების, ვორქშოფების, ახალი არქიტექტურული ინსტალაციებისა თუ სივრცითი ექსპერიმენტების მეშვეობით. ბიენალეს მთავარი პერსონაჟი მილანელ არქიტექტორთა ჯგუფის, "(Ab)Normal"-ის პროექტი „Dicho"-ა (სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან „დიქოტომია", რომელიც მთელის ორ, განსხვავებულ და საპირისპირო კატეგორიად დაყოფას ნიშნავს). „Dicho" მილანსა და თბილისში ერთდროულად შექმნილი, კამერებითა და დიდი ეკრანებით აღჭურვილი, ლურჯი ფერის ორი პავილიონი და ერთგვარი საჯარო სივრცეა საქართველოს დედაქალაქისა და მილანის ტრიენალეს ურთიერთდასაკავშირებლად.

იტალიის საელჩოს ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა თბილისის ბიენალეზე იტალიელი არქიტექტორების, ანდრეა მოლონის, ჯაკომო არდეზიოს, ბიანკა ფელიკორისა და მარგერიტა მარის მონაწილეობა, რომლებიც მილანის პავილიონიდან ქართველ არქიტექტორებსა და დიზაინერებთან ერთად იმსჯელებენ იმ ახალ რეალობასა და მასთან მისადაგებაზე, რომელმაც ჩვენი ცხოვრებისა და საერთო სივრცეების გაზიარების სტილი შეცვალა.


dicho


ადგილი:

Tbilisi

1281