სექტემბრიდან იწყება პროექტი "Place To Be", რომელიც იტალიის მუსიკალური ფესტივალების გაერთიანების (IMP) ინიციატივითა და საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტი ფესტივალის #estateallitaliana-ს ფარგლებში ტარდება, რომელიც პოსტ-პანდემიურ პერიოდში იტალიური კულტურული ორგანიზაციების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. პროექტი გთავაზობთ წარმოსახვით მოგზაურობას, სადაც ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ იტალიას მუსიკა და ხელოვნება გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში გამართული ღონისძიებები გაგაცნობთ ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ადგილებს და წარმოგიდგენთ რამდენიმე საუკეთესო თანამედროვე მუსიკოსს. ღონისძიებების ნახვა ლაივსტრიმის რეჟიმში შესაძლებელია პლატფორმაზე DICE TV (რეგისტრაცია აუცილებელია), შემდგომ კი ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე www.italianmusicfestivals.com.
პროექტი დაიწყება 9 სექტემბერს იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს პატარა ქალაქ ჩივიტა დი ბანიორეჯოში ჯგუფის "Clap Clap!" და ნიჭიერი არფისტის კეტი ფუსკოს ელექტრონული მუსიკით, 16 სექტემბერს გადაინაცვლებს ენიაციას არქეოლოგიურ პარკში ჯგუფის "Calibro 35" კონცერტით და დასრულდება 23 სექტემბერს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ მონფერატოს სახელგანთქმულ ვენახებში, დუეტის "Nu Guinea" პერფორმანსით.
პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.
პროექტის პრეზენტაციის სანახავად, რომელიც 27 აგვისტოს გაიმართება, დააჭირეთ აქ.
#soundslikeaplacetobe: გავიცნოთ იტალია პეიზაჟის, კრეატიულობისა და პერფორმანსის ხელოვნების მეშვეობით
2020-08-27

Maeci
ადგილი:
Tbilisi