Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

"Vivo d'arte", კონკურსი უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდა იტალიელი ხელოვანებისთვის

თარიღი:

06/03/2020


წელს უკვე მეორედ იმართება საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსი "Vivo d’Arte", რომელიც ტარდება ფონდ "Romaeuropa"-სთან თანამშრომლობით და კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული საქმიანობის სამინისტროს მონაწილეობით.

კონკურსი უცხოეთში რეზიდენტი ახალგაზრდა (36 წლამდე ასაკის) იტალიელი ხელოვანებისთვის ორი სექციისგან შედგება: ერთი სექცია მთლიანად ეძღვნება პერფორმატიულ ხელოვნებას (მუსიკას, თეატრს, თანამედროვე ცეკვას), მეორე - ვიზუალურ ხელოვნებას (სახვითი ხელოვნების დარგებს, ქანდაკებას, ვიდეოხელოვნებას). გამარჯვებული პროექტი წარმოდგენილი იქნება ქ. რომში, ფესტივალის "Romaeuropa" ფარგლებში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 31 მარტის 23:50სთ (იტალიური დროით).

კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.


grafica 600x301 01 siti rete 2


ადგილი:

Tbilisi

1225