Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

შეხვედრა ბაროკოს დიდებული ეპოქის მუსიკასთან

თარიღი:

13/11/2019


შეხვედრა ბაროკოს დიდებული ეპოქის მუსიკასთან

უკვე ტრადიციად იქცა იტალიელ შემსრულებელთა მონაწილეობა თბილისის ბაროკოს ფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მუსიკოს-შემსრულებლებს და ანსამბლებს და მსმენელს სთავაზობს, ეზიაროს ბაროკოს ეპოქის მუსიკის ბრწყინვალე სამყაროს.

ფესტივალი, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში ბაროკოს მუსიკის ერთადერთი ფესტივალია, წელს უკვე მეხუთედ იმართება (13 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე). დღეს, ფესტივალის გახსნით კონცერტზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე, სხვა სახელგანთქმულ მუსიკოსებთან ერთად წარსდგება ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი შესანიშნავი იტალიელი ვიოლონჩელისტი დავიდე ამადიო. კონცერტი, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით იმართება, ნამდვილი საჩუქარია მუსიკის მოყვარულთათვის: პროგრამაშია ვივალდის, ლეოს, სკარლატის, გალუპისა და სხვა კომპოზიტორთა მუსიკალური შედევრები. არ გამოგრჩეთ!

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.


davide amadio


ადგილი:

Tbilisi

1200