Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური ენა სცენაზე. #SLIM2019, იტალიური ენის მეცხრამეტე მსოფლიო კვირეული

თარიღი:

18/10/2019


იტალიური ენა სცენაზე. #SLIM2019, იტალიური ენის მეცხრამეტე მსოფლიო კვირეული

21 ოქტომბერს იწყება იტალიური ენის მეცხრამეტე მსოფლიო კვირეული, რომელიც ყოველწლიურად იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება.

იტალიური ენის კვირეულის განმავლობაში საქართველოს 33 სკოლაში, სადაც იტალიური ენა ისწავლება (სხვათა შორის, უკანასკნელი ორი წლის მანძილზე იტალიური ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეების რიცხვი 14-ჯერ გაიზარდა!), ჩატარდება გაკვეთილები და კონცერტები, რომლებიც კომედია დელ არტესა და იტალიურ სიმღერას მიეძღვნება.

settimana lingua 3


სხვა ღონისძიებები, რომელიც კვირეულის ფარგლებში საელჩოს ორგანიზებით გაიმართება (შესვლა თავისუფალია):


24 ოქტომბერს, 19:00სთ-ზე, ნოდარ დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან თანამშრომლობით გაიმართება მარიონეტების საოპერო სპექტაკლი "სევილიელი დალაქი".

25 ოქტომბერს, 11:00სთ-ზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციას "მინერვას" ორგანიზებით ჩატარდება ღონისძიება "იტალიური ენა აერთიანებს", რომელსაც იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე გახსნიან. გაიმართება კონცერტი და თეატრალური წარმოდგენა (იტალიურ ენაზე) სტუდენტების მონაწილეობით.

26 ოქტომბერს, 17:00სთ-ზე, მწერალთა სახლში გაიმართება შეხვედრა ოთხმოცდაათიანი წლების ლიტერატურული მიმდინარეობის "კაციჭამია ავტორების თაობის" ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელთან, მწერალთან, პოეტსა და კრიტიკოსთან ალდო ნოვესთან.


settimana lingua 4


იტალიური ენის მსოფლიო კვირეული (#SLIM2019), რომლის აღნიშვნას დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, იმართება ასევე შვეიცარიის კონფედერაციის მხარდაჭერით და მიზნად უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ისახავს. იტალიური ენის მსოფლიო კვირეული დიდი წარმატებით სარგებლობს და მის ფარგლებში ჩატარებულ კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, ლექციებში, დახელოვნების კურსებსა თუ სხვა ღონისძიებებში საზოგადოების სულ უფრო ფართო წრეებია ჩართული.

წლევანდელი კვირეულის სახელწოდებაა "იტალიური ენა სცენაზე" და მის ფარგლებში, 21-დან 27 ოქტომბრამდე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და იტალიური კულტურის ინსტიტუტების ორგანიზებით გაიმართება 1000-მდე ღონისძიება, რომლებიც ოპერას, თეატრს, დრამატურგიას, ხალხურ სიმღერასა და ლიტერატურას მიეძღვნება.


settimana lingua 2


კვირეულის თემასთან დაკავშირებით კრუსკას აკადემიამ, გამომცემლობა goWare-თან თანამშრომლობით, გამოსცა პროფ. პიეტრო ტრიფონესა და პროფ. ნიკოლა დე ბლაზის მიერ მომზადებული წიგნი.


ადგილი:

Tbilisi

1193