ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

Dökk, როცა თეატრი ციფრულ ლაივ-პერფორმანსად იქცევა

თეატრალური ცხოვრების ინტენსიური დღეები საქართველოს დედაქალაქში, ქართული და უცხოური დასები, გამოცდილებისა და თეატრის სიყვარულის გასაზიარებლად თბილისში ჩამოსული ხელოვანები და საპატიო სტუმრები. პროგრამაშია 30-მდე სპექტაკლი და მათ შორის, იტალიური დასის პერფორმანსი, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით იმართება. თბილისის მეთერთმეტე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მასპინძლობს Fuse-ს, იტალიურ საპროდუქციო კომპანიასა და თეატრალურ სტუდიას. უმნიშვნელოვანეს ევროპულ ფესტივალებში მონაწილეობის შემდეგ, სტუდია ქართველს მაყურებელს წარუდგენს გასაოცარ იმერსიულ სპექტაკლს Dökk-ს ელენა ანოვის შესრულებით. Dökk (რაც ისლანდიურად “სიბნელეს” ნიშნავს) იმ რეალობის მეტაფორაა, სადაც სინათლის დანახვა შეუძლებელია – მისი არსებობა მხოლოდ გუმანით იგრძნობა. ეს გახლავთ გასაოცარი მოგზაურობა ქვეცნობიერში, ბგერებისა და ციფრული პეიზაჟების მეშვეობით შექმნილ სამყაროში, სადაც შემსრულებლის ყოველი მოძრაობის თანმხლები მისი გულისცემაა.

festival di tbilisi dkk poster
2007 წელს დაარსებული სტუდია Fuse, რომელიც ახალ გამომსახველობით ფორმებს, ციფრული ტექნოლოგიების კრეატიული გამოყენებისა და სცენური სივრცის ახლებური მოწყობის ხერხებს იძიებს, თეატრალურ ისტორიებს განსხვავებული ფორმებისა და ენის, ინსტალაციებისა და მულტიმედიური პერფორმანსების მეშვეობით მოგვითხრობს.

გელით 19 ოქტომბერს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან თეატრის სალაროებში.