Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

მშვიდობით, მაესტრო

თარიღი:

02/10/2019


მშვიდობით, მაესტრო

გია ყანჩელის მუსიკა დროისა და საზღვრებს მიღმა... მუსიკა, რომელიც საქართველოში ჩემ მიერ გატარებული წლების მუდმივი თანმდევი იყო. მისმა სიბრძნემ ქართველი ხალხის სულიერების სიღრმეებს მაზიარა. ჩემი ნაბიჯებიც თითქოს ამ ჰანგების რიტმს მიჰყვებოდა.

ყანჩელის მუსიკა ძალიან პირადულია და ამავდროულად ყველასთვის ახლობელი. წარსულის მონატრებითა და მომავლის მოლოდინით, ნათელი სევდითა და იმედით გამსჭვალული, პაუზებითა და სიჩუმით გაჯერებული მელოდიები, რომლებშიც ერთდროულად ირეკლება ადამიანის ყოფიერების სიფაქიზე, ამბოხი და გამუდმებული ბრძოლა. ეს მუსიკა მეხსიერებაა, ურყევი ფასეულობების საცავი.

მე მისი ღიმილი მახსოვს. ისიც მახსოვს, 2016 წლის თებერვალში, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ფეხზე როგორ წამოდგა მსმენელის აპლოდისმენტებისა და სიყვარულის მისაგებებლად. მაშინ ჩვენმა საელჩომ ყანჩელის შემოქმედებას პატივი იტალიელი პიანისტის ალესანდრო სტელასა და ქართველი მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძის კონცერტით მიაგო.

დიდი მადლობა, მაესტრო, მშვიდობით!
                                                                                                                   
                                                                                                                    ანტონიო ბარტოლი
                                                                                                                    იტალიის ელჩი საქართველოში


ადგილი:

Tbilisi

1184