Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიელი გიტარისტების დუეტი "Blanco Sinacori" საქართველოში ბრუნდება

თარიღი:

10/09/2019


იტალიელი გიტარისტების დუეტი

მე-19 საუკუნეში სალხინოს სასახლე, დადიანების საშემოდგომო რეზიდენცია, კულტურული საზოგადოებისა და ინტელექტუალების თავშეყრის ადგილი გახლდათ. დღესაც, ორი საუკუნის შემდეგ, სალხინოს სასახლე არა მხოლოდ ხალხმრავალი ტურისტული ადგილია, არამედ კულტურის ცენტრია, რომელიც წელს უკვე მეხუთედ მასპინძლობს კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს.

ფესტივალს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მუსიკოსები მონაწილეობენ, იტალიიდან ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი დუეტი "Blanco Sinacori" სტუმრობს. ახალგაზრდა სიცილიელი გიტარისტების, ალესანდრო ბლანკოსა და ჯუზეპე სინაკორის დუეტი, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულია, გამოირჩევა ინტენსიური საკონცერტო მოღვაწეობით ევროპასა და აფრიკაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში (მათ შორის, ნიუ-იორკის სახელგანთქმულ საკონცერტო დარბაზში "კარნეგი-ჰოლში"). დუეტის მდიდარი რეპერტუარი, ორიგინალური თუ კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებების გარდა, მოიცავს გიტარისთვის გადამუშავებულ ცნობილ საოპერო არიებსა და უვერტიურებს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.


salkhino camerata


ადგილი:

Tbilisi

1177