Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ცნობილი იტალიელი მუსიკოსის კონცერტი მუსიკის დღესასწაულის აღსანიშნავად

თარიღი:

14/06/2019


ცნობილი იტალიელი მუსიკოსის კონცერტი მუსიკის დღესასწაულის აღსანიშნავად

მუსიკის დღესასწაული მთელ იტალიაში ყოველწლიურად ზაფხულის ბუნიობის დღეს აღინიშნება. ამ ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, მოედნებსა და პარკებში ტარდება ღონისძიებები ცოცხალი მუსიკის თანხლებით. წელს ეს დღესასწაული საქართველოშიც აღინიშნება: 21 ივნისს ბორჯომში, თ. ამირეჯიბის სახ. პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში, ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობს უამრავი ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის (მათ შორის, კონკურსების "Amigdala", "Barcellona Pozzo di Gotto" და "Ibla Grand Prize") ლაურეატი კორადო ნერი, რომლის საკონცერტო გამოცდილება 500-ზე მეტ კონცერტს ითვლის. შესრულდება დომენიკო მოდუნიოს, ფრიდრიჰ გულდასა და ჯორჯ გერშვინის ნაწარმოებები.


borjomi poster


ადგილი:

Tbilisi

1164