Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

სახვითი ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა: ადგილი, სადაც ხელოვნება საბავშვო თამაშად იქცევა

თარიღი:

06/02/2019


სახვითი ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა: ადგილი, სადაც ხელოვნება საბავშვო თამაშად იქცევა

ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენცია ხაზს უსვამს ბავშვის სულიერი და კულტურული აღზრდისა და მხატვრული გამოსახვის უნარების განვითარების მნიშვნელობას. სწორედ კონვენციის ამ პრინციპებზე დაყრდნობით გაჩნდა სახვითი ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის ჩატარების იდეა, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს (18 წლამდე) საკუთარი კრეატიულობის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს.

გამოფენაზე მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრის (ნახატის, ფოტოსურათის, ვიდეომასალისა თუ ინსტალაციის) გაგზავნა 2019 წლის 2 აპრილამდე, მალაგუტის ფონდში (მის: Fondazione Malagutti, ვია დეი ტოსკანი 8 – 46010 კურტატონე, იტალია), რომლის საქმიანობა მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისაკენ.


diritti a colori
გამოფენა და მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2019 წლის 2-8 მაისს, FICO-Eataly World-ში (ბოლონია), სადაც მნახველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს იტალიური ენოგასტრონომიის ისტორიასა და განუმეორებელ იტალიურ გემოს. აქ წარმოდგენილი იტალიური სასურსათო და გასტრონომიული მიღწევები, შესაძლოა, პატარა ხელოვანებისთვის შთაგონების წყაროდ იქცეს და ბიძგი მისცეს ახალ შემოქმედებით პროცესებს.


ადგილი:

Tbilisi

1126