იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ციფრულ პლატფორმა Zooppa.com-თან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს "Vivere all’italiana… a modo tuo!", რომელშიც მონაწილეობის მიღება იტალიელ და უცხოელ ახალგაზრდებს შეუძლიათ. მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლების მეშვეობით, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ კონცეფციის "იტალიური ცხოვრების წესი" საკუთარი ორიგინალური და ინოვაციური ხედვა. ინტერვიუს, რეპორტაჟისა თუ დოკუმენტური ჩანახატის ფორმატის მქონე ვიდეორგოლის ხანგრძლივობა 40-დან 120 წამს შეადგენს.
ექვსი საუკეთესო ვიდეორგოლის ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიით, რომლის საერთო რაოდენობა 15.000 ევროა. საუკეთესო ვიდორგოლების ნახვა შესაძლებელი იქნება სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ინსტიტუციურ ვებგვერდებზე.
ვიდეორგოლების წარდგენის ვადაა 2019 წლის 12 თებერვლის 15:00სთ (იტალიური დროით).
კონკურსისა და მასში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:
https://community.zooppa.com/it-it/preview/vivere-all-italiana (იტალიურ ენაზე)
https://community.zooppa.com/en-us/preview/vivere-all-italiana (ინგლისურ ენაზე)
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და ციფრული პლატფორმა Zooppa.com-ის ერთობლივი კონკურსი “Vivere all’italiana… a modo tuo!”
2019-01-08

Maeci
ადგილი:
Tbilisi