ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

დიდი იტალიელი რეჟისორის ბერნარდო ბერტოლუჩის გახსენება

19 დეკემბერს ჩვენი საელჩო, “სკოლა – Skola Creative Community Space“-სთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორის, ახლახან გარდაცვლილი ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმის “სიკვდილი ცელით” ჩვენებას.

სადებიუტო ფილმი ბერტოლუჩიმ ოცდაერთი წლის ასაკში, შორეულ 1962 წელს გადაიღო. მოქმედება ომის შემდგომ რომში ხდება: მიმდინარეობს მეძავის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დაკითხვა, რომლებიც მკვლელობის ღამეს მომხდარ ამბებს იხსნებენ, თუმცა მათი მონათხრობი ერთმანეთს არ ემთხვევა. ნამდვილი დამნაშავის ვინაობა ფილმის დასასრულს ხდება ცნობილი.

ფილმის სათაური “La commare secca” მომდინარეობს რომაული გამოთქმიდან, რომელიც სიკვდილზე მიანიშნებს და გადაღებულია პიერ პაოლო პაზოლინის სცენარის მიხედვით, რომელსაც ბერტოლუჩი საკუთარ მასწავლებლად მიიჩნევდა. ფილმში პაზოლინის გავლენა მკვეთრად ჩანს, თუმცა იგრძნობა, რომ დამწყები რეჟისორი შესანიშნავად ფლობს გამომსახველობით ხერხებს და შავ-თეთრი კინოს მეშვეობით, მნახველს ოსტატურად წარმოუდგენს ადამიანთა სახეების მთელ გალერეას, პერსონაჟების ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და მათ სასტიკ და უიმედო სამყაროს.

ფილმის ჩვენება გაიმართება 19 დეკემბერს, 18:30 საათზე, “ახალ ქიმერიონში” (რუსთაველის გამზ. 17).

la commare secca