Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიელი ხელოვანი თბილისის არქიტექტურულ ბიენალეზე

თარიღი:

30/10/2018


იტალიელი ხელოვანი თბილისის არქიტექტურულ ბიენალეზე

თვალის ერთი შევლებაც საკმარისია უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე თბილისში განვითარებული ურბანიზაციის სწრაფი და ქაოტური პროცესის დასანახად. საქართველოს დედაქალაქში ნამდვილი სამშენებლო ბუმია, რომელიც ბუნებრივ კითხვას აჩენს: დარჩა თუ არა ადგილი ქალაქის ბინადრების მოთხოვნილებებისთვის თუ ინდივიდს თრგუნავს ამგვარი ურბანული რეალობა?

გარეუბნები, არაფორმალური არქიტექტურა, კავშირი ადამიანსა და მის გარშემო არსებულ ურბანულ პეიჟაზს შორის, ქალაქის იერსახის ტრასფორმაციული პროცესები და სხვა საინტერესო თემები განიხილება თბილისის არქიტექტურის ბიენალეზე. ბიენალე, რომელიც 1991 წელს დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ საქართველოში ჩატარებული პირველი საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალია, 26 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, გლდანის რაიონში იმართება და მისი წამყვანი თემაა ,,მხოლოდ შენობები არ კმარა". მის ფარგლებში ტარდება გამოფენები, სიმპოზიუმები და სხვადასხვა ვორქშოფები, იქმნება ურბანული და არქიტექტურული ინსტალაციები.

ბიენალე სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის იტალიიდან ჩამოსულ 15-ზე მეტ არქიტექტორსა და ხელოვანს მასპინძლობს. ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით, მასში მონაწილეობს არქიტექტურული ბიურო "Babau Bureau"-ს დამფუძნებელი სტეფანო ტორნიერი. ბიურო, რომელიც 2012 წელს ვენეციაში შეიქმნა, იკვლევს არქიტექტურისა და ლანდშაფტური გარემოს, ურბანული კონტექტის, შენობა-ნაგებობებისა და ღის სივრცეების ახლებურად გამოყენებისა და ტრანსფორმაციის საკითხებს.


babau bureau project


ადგილი:

Tbilisi

1089