26-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი" ფარგლებში ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და იტალიის საელჩო ცნობილ იტალიელ მუსიკოსს დომენიკო ნორდიოს მასპინძლობენ. კამერული მუსიკის კონცერტის პროგრამაშია ტარტინის, რესპიგის, პროკოფიევის, დებიუსისა და ბრამსის ნაწარმოებები. იტალიელ მევიოლინეს აკომპანირებას გაუწევს მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი მიხაილ ლიდსკი.
კონცერტი გაიმართება 26 სექტემბერს (დასაწყისი: 19:30სთ) ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში.
სახელგანთქმული იტალიელი მევიოლინე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე "შემოდგომის თბილისი"
2018-09-25

Maeci
ადგილი:
Tbilisi