Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

თანამედროვე იტალიური საბალეტო დასი "Spellbound" თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალზე

თარიღი:

19/06/2018


თანამედროვე იტალიური საბალეტო დასი

უამრავ იტალიურ თუ ევროპულ ფესტივალში (მათ შორის, ვენეციის ბიენალეში, ბიარიცის, მადრიდისა და ბანგკოკის ფესტივალებში) მონაწილების შემდეგ, თანამედროვე იტალიური საბალეტო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, საბალეტო დასი Spellbound Contemporary Ballet თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს ესტუმრება. 23 და 24 ივნისს, მაყურებელი იხილავს თანამედროვე იტალიური ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურის, მაურო ასტოლფის მიერ დადგმულ ორ საბალეტო წარმოდგენას, "Formami" და "Rossini Ouvertures", რომელიც ჯოაკინო როსინის ეძღვნება (წელს დიდი იტალიელი კომპოზიტორის გარდაცვალების 150 წლისთავი აღინიშნება).
წარმოდგენები, რომლებიც მუსიკის, მუდმივი განვითარებისა და ძიების გზაზე მყოფი საცეკვაო ხელოვნებისა და მოძრაობის განსხვავებულ ფორმათა ნაზავია, ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება. არ გამოტოვოთ! ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.


ადგილი:

Tbilisi

1065