გრძელდება იტალია-საქართველოს თანამშრომლობა არქეოლოგიის დარგში. ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლეთის კვლევათა საერთაშორისო ასოციაციისა (ISMEO) და საქართველოს არქეოლოგიური ასოციაციის თანამშრომლობისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მეცნიერთა ჯგუფმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, მთელი რიგი საინტერესო კვლევითი სამუშაოები ჩაატარა.
არქეოლოგიურმა მისიამ, რომელსაც პროფ. ვახტანგ ლიჩელი და პროფ. რობერტო დანი ხელმძღვანელობენ, ივნისის პირველი ორი კვირის განმავლობაში გამოიკვლია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აღმოჩენილი რკინის ხანის დასახლებები. კვლევის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: არქეოლოგებმა შეისწავლეს 27 ადგილი, რომელთა შორისაა აბულის ციხე - უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი არა მხოლოდ არქეოლოგიური და სამეცნიერო, არამედ კულტურული და ტურისტული თვალსაზრისითაც.
ქართულ-იტალიური არქეოლოგიური მისია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
2018-06-29

Maeci
ადგილი:
Tbilisi