Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

სელა და კარდელი: დიდი იტალიელი ფოტოგრაფები ფესტივალზე "ქოლგა თბილისი ფოტო 2018"

თარიღი:

04/05/2018


სელა და კარდელი: დიდი იტალიელი ფოტოგრაფები ფესტივალზე

კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული ორი გამოფენა, რომლებიც ფესტივალის "ქოლგა თბილისი ფოტო 2018" ფარგლებში გაიმართება.

5 მაისს, 17:00 სთ-ზე საქართველოს ეროვნულ არქივში გაიხსნება გამოფენა "სვანეთი 1889". თქვენ გელით შეხვედრა ქალაქ ბიელაში დაბადებული იტალიელი მოგზაურის, ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას (1859-1943წწ.) მიერ ფირზე აღბეჭდილ საქართველოს მთების სილამაზესა და ადგილობრივ ტრადიციებთან, ფასდაუდებელ ფოტოსურათებთან, რომლებმაც იმდროინდელი საქართველოს პეიზაჟები და ადამიანთა სახეები შემოგვინახა. ვიტორიო სელამ 1889, 1890 და 1896 წლებში სამი ექსპედიცია მოაწყო კავკასიონზე, სადაც ერთ-ერთი მწვერვალი მის სახელს ატარებს.

sella poster

თბილისის კიდევ ერთ პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეში "თიბისი გალერეა", 7 მაისს, 19:30სთ-ზე გაიხსნება მოდის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფისა და პორტრეტისტის, მაქს კარდელის ფოტოექსპოზიცია "ჩემი სახე შენი პეიზაჟია". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მილანელი ხელოვანის ნამუშევრები, რომლებიც "მშვენიერებას ადამიანთა სახეების სილამაზის მეშვეობით გადმოსცემს".


max cardelli 3


ადგილი:

Tbilisi

1048