ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალია ფესტივალზე “ქოლგა თბილისი ფოტო 2018”

ფესტივალის “ქოლგა თბილისი ფოტო 2018” ფარგლებში გამართული ვიტორიო სელასა და მაქს კარდელის ფოტოგამოფენების გარდა, წლევანდელ ფესტივალს უამრავი იტალიელი მონაწილე ჰყავდა. საუკეთესო კონცეპტუალური ფოტოპროექტისთვის დაჯილდოვდა ჯულიო დი სტურკოს პროექტი “ქალაქი-აეროპორტი. როგორ ვიცხოვრებთ მომავალში”, კარლ მანჩინი კი დაჯილდოვდა საუკეთესო დოკუმენტური ფოტოსერიისთვის “Amores Perros”.

თხუთმეტწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ფოტოგრაფი ჯულიო დი სტურკო ლონდონსა და ბანგკოკში მუშაობს. მისი ფოტოსურათები უმთავრესად იმ სირთულეებს ასახავს, რომლებსაც ადამიანები გარემოსა და ტექნოლოგიების ცვლილებებისას აწყდებიან. მისი ფოტოპროექტი “ქალაქი-აეროპორტი. როგორ ვიცხოვრებთ მომავალში” აეროტროპოლისზეა – ქალაქის მოდელზე, რომლის ცხოვრება აეროპორტში იშლება. ჯულიო დი სტურკო ელეგანტური და, ამავდროულად, ლოგიკურად მოწყობილი არქიტექტურის ფონზე ისეთ თემებზე გვიამბობს, როგორიცაა გლობალიზაცია, ბუნებრივი ლანდშაფტების გადანაწილება და ჩვენი უსაზღვრო რწმენა ტექნოლოგიების მიმართ.

giulio di sturco 3

რომაელი ფოტოგრაფის კარლ მანჩინის ნამუშევრების თემები მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ძალადობა ქალთა მიმართ, იდენტობის ძიება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაღიარებულ ქვეყნებში დაბადებული თაობებისა და ლათინური ამერიკის დიდი ქალაქების გარეუბნებში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ. ფოტოპროექტი “Amores Perros” მოგვითხრობს ბუენოს-აირესის ცენტრისა და პერიფერიის გამყოფი მდინარის, რიაჩუელოს ბინძური წყლებით შემოსაზღვრული ქუჩების ბინადარი მოზარდების გაჭირვებულ ყოფასა და ცხოვრებაზე მომავლის გარეშე. მანჩინის ფოტოებში ამ ადამიანთა გრძნობები, სიყვარული თუ წუხილი, მათი ყოველდღიურობის, ძალადობისა და ნარკოტიკების ფონზე აირეკლება.

karl mancini 3

გარდა ამისა, ფესტივალის კატალოგსა და ვებგვერდზე იხილავთ ჩვენი თანამემამულეების (ალესიო პადუანოს, რობერტა კორეჯას, სიმონე ტრამონტეს, სიმონე ჩერიოს, ფედერიკო ვესპინიანის, ფილიპო ვენტურის, მატია ვაკას, სილვია ლანდის, ალფრედო ბოსკოს, ვინჩენცო მონტეფინეზეს, ნიკლა სისტოს, მასიმო ბარბერიოს, ლორენცო მანჯალარდისა და სიმონა ბონანოს) ფოტონამუშევრებსაც.