Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

პოეტ დავით მაღრაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადაეცა

თარიღი:

23/03/2018


პოეტ დავით მაღრაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადაეცა

გუშინ ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა 2011 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენილ ცნობილ ქართველ პოეტს, ასოციაცია „იტალია-საქართველოს" პრეზიდენტს, კულტურის ყოფილ მინისტრსა და საქართველოს ჰიმნის ავტორს დავით მაღრაძეს. ეს ჯილდო დავით მაღრაძეს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთკავშირების პოპულარიზაციისთვის მიანიჭა.
დავით მაღრაძეს, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია (მათ შორის, ჯაკომო ლეოპარდისა და გაეტანო ჩინგარის ლიტერატურული პრემიებისა და კულტურული ასოციაცია „უნივერსუმის" მიერ რომის პაპის ბენედიქტე XVI-ის წინადადებით მინიჭებული ვერცხლის მედლის), კარგად იცნობენ და აფასებენ ჩვენს ქვეყანაში.
ჯილდოს გადაცემის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე და უამრავი სტუმარი დაესწრო, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.


magradze 2


ადგილი:

Tbilisi

1035