Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

2016, ემოციებით სავსე წელიწადი

თარიღი:

23/12/2016


2016, ემოციებით სავსე წელიწადი

მოდა და დიზაინი


იტალიური ბრენდების ტანსაცმლის ჩვენება
თბილისი
2016 წლის 2 ივნისი
იტალიურ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოსა და მოდის პალატასთან თანამშრომლობით, გაიმართა იტალიური ბრენდების ტანსაცმლის ჩვენება.

1 sfilata due


იტალიური დროშა დიზაინერების ინტერპრეტაციით
თბილისი
2016 წლის 2 - 6 ივნისი
ცნობილი იტალიელი დიზაინერების მიერ „იტალიური დროშის თემაზე" შექმნილი ორიგინალური ნამუშევრების შთამბეჭდავი კოლექცია ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

mostra bandiere


გამოფენა „ხის კასრების მესამე სიცოცხლე"
წინანდალი - თბილისი
2016 წლის სექტემბერი - ოქტომბერი
დიზაინი, ეკოლოგიურობა და სოციალური დატვირთვა - საოცარი გამოფენა ღვინის სამშობლოს, საქართველოს პატივსაცემად: ღვინის ძველი კასრების ტკეჩებისგან შექმნილი ორიგინალური ნაკეთობები, რომლებიც შეიქმნა სან-პატრინიანოს ნარკოდამოკიდებულ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარების მიერ, ცნობილი დიზაინერების ესკიზების მიხედვით.

1 barrique due


გამოფენა „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი"
თბილისი
2016 წლის 14 ნოემბერი - 2017 წლის 10 იანვარი
გასაოცარი მოგზაურობა იტალიური სტილის ისტორიაში: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენილი ყველაზე ცნობილი იტალიელი დიზაინერების 70-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებსაც გამორჩეული ადგილი უჭირავს ტანსაცმლისა და მოდის ისტორიაში. საქართველოში პირველად წარმოდგენილია იტალიური კრეატიულობისა და ელეგანტურობის 60 წელიწადი.

1 mostra moda due


არქეოლოგია

ქართველი მოსწავლეები არქეოლოგის პროფესიას ეცნობიან
დმანისი, ძალისა, შიდა ქართლი, გონიო
2016 წლის ივნისი
იტალიური არქეოლოგიური მისიების მუშაობის დაწყებისთანავე, თბილისის იტალიური სკოლა „ცისკარისა" და სხვა ქართული სკოლების მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო ექსკურსიები მოეწყო. იტალიელმა მკვლევარებმა მოსწავლეებს დაათვალიერებინეს არქეოლოგიური გათხრები და გააცნეს არქეოლოგის პროფესია საელჩოს მიერ დაბეჭდილი ქართულენოვანი კომიქსების მეშვეობით.

1 archeologia due


სემინარი "ეგეოსური სამყარო და სამხრეთ კავკასია: კულტურული ურთიერთობები ბრინჯაოს ხანაში"
თბილისი
2016 წლის 24 სექტემბერი
საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, იტალიის საელჩოსთან, იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსა (CNR) და შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით, უაღრესად საინტერესო სემინარს უმასპინძლა. ორწლიანი ორმხრივი კვლევითი პროგრამა თვალნათლივ ადასტურებს, რომ კავშირი საქართველოსა და ევროპას შორის გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე წამოგვიდგენია.

cnr convegno



თანამედროვე ხელოვნება

ბრუნო ბრუნის ნამუშევრების გამოფენა
თბილისი
2016 წლის 2 ივნისი
იტალიურ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის, ბრუნო ბრუნის 60-ზე მეტი ნამუშევრის გამოფენა.

1 bruno bruni due


იტალიური - ცოცხალი ენა

დანტეს პოემის საჯარო კითხვა
თბილისი
2016 წლის 29 მაისი
იტალიური ენის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის ორგანიზებით, გაიმართა დანტეს „ღვთაებრივი კომედიის" საჯარო კითხვა გამოჩენილი ქართველი იტალიანისტების მონაწილეობით. დანტეს ტექსტის იტალიურ და ქართულ ენებზე წაკითხვის შემდეგ, გაიმართა დიდი იტალიელი პოეტის პოემასთან დაკავშირებული დისკუსია.

1 lettura dante


იტალიური ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
თბილისი
2016 წლის 10 ნოემბერი
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა იტალიური ბიბლიოთეკა, რომელსაც საქართველოს ისტორიაში პირველად უმასპინძლა ქართულმა საჯარო დაწესებულებამ. ბიბლიოთეკა შეიქმნა 4700-ზე მეტი იტალიურენოვანი წიგნის ბაზაზე, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა. კომპიუტერებისა და ციფრული კატალოგების მეშვეობით, წიგნები ხელმისაწვდომი იქნება ყველა ქართველი მოქალაქისთვის. ბიბლიოთეკა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის, 1629 წელს გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონის თანაავტორის, სტეფანო პაოლინის სახელს ატარებს.

1 biblioteca due


იტალიური სკოლა „ცისკარი", ხარისხით გამორჩეული 20 წელიწადი
თბილისი
2016 წლის 28 ოქტომბერი
არაჩვეულებრივი საღამო სკოლა „ცისკარის" დაარსების ოცი წლისთავის აღსანიშნავად. მეგობრობისა და სოლიდარობის საფუძველზე შექმნილი სკოლა სწავლების ხარისხით გამორჩეულ სასწავლებლად იქცა, სადაც, ორენოვანი სექტორების თაობაზე მემორანდუმის წყალობით, ძალიან მალე სასკოლო საგნების სწავლება იტალიურ ენაზე განხორციელდება.

2 tsiskari 8



ენოგასტრონომია


მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფ-მზარეულის ჯანკარლო მორელის მასტერკლასი
თბილისი
2016 წლის 22 ნოემბერი
იტალიის საელჩომ პოპულარიზაცია და ორგანიზება გაუწია მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი იტალიელი შეფ-მზარეულის ჯანკარლო მორელის მონაწილეობას სამზარეულოსადმი მიძღვნილ ორ სატელევიზიო გადაცემაში, თბილისის სასტუმრო „Rooms"-ში გამართულ მასტერკლასსა და ვახშამში, რომელიც იტალიური სამზარეულოს კვირეულის მთავარ ღონისძიებად იქცა.

1 morelli due


10 საუკეთესო იტალიური ღვინის დეგუსტაცია
თელავი
2016 წლის 29 ნოემბერი
ისევ და ისევ იტალიური სამზარეულის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მეღვინეობით განთქმულ რეგიონში, კახეთში, მოეწყო 10 საუკეთესო იტალიური ღვინის დეგუსტაცია. კომპანია Intercap-ის მიერ ღვინისა და შამპანურის ბოთლების დახურვის სისტემების ჩვენების შემდეგ გაიმართა ვახშამი და ღვინის დეგუსტაცია.

1 intercap 2


გამოცემები


ჟურნალი Voyager, არდადეგები იტალიაში
თბილისი
2016 წლის 20 ივნისი
იტალიის საელჩოს ხელშეწყობით დაიბეჭდა საქართველოს ბანკის მიერ გამოცემული ჟურნალის სპეციალური ნომერი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ბანკის ვიტრინები მორთული იყო იტალიის ქალაქების გამოსახულებებითა და იტალიური პროდუქციით. დედაქალაქის Solo Lounge-ში გაიმართა წვეულება, სადაც წარმოდგენილი იყო სკუტერი Vespa და იტალიის ნახევარკუნძულის უგემრიელესი კერძები.

1 solo due



რესპუბლიკის დაარსების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ჟურნალი
თბილისი
2016 წლის 24 ოქტომბერი
იტალიის საელჩოს ხელშეწყობით, პრესტიჟულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა „არილმა" იტალიის რესპუბლიკის დაარსების 70 წლისთავს სპეციალური ნომერი მიუძღვნა, რომელშიც თავმოყრილია სტატიები მუსიკაზე, კინოზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, ისტორიასა და პოეზიაზე. ნომრის პრეზენტაცია მოეწყო იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში.

1 arili due


„საცდელი ნომერი", ეკოს უკანასკნელი ნაწარმოები ახლა უკვე ქართულ ენაზეც
თბილისი
2016 წლის დეკემბერი
უმბერტო ეკოს უკანასკნელი რომანი „საცდელი ნომერი" ახლა უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია. წიგნი თარგმნა დარეჯან კიკოლიაშვილმა, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით. თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა წიგნის სახლში „ლიგამუსი".

numero zero 1


კინო


ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
თბილისი
2016 წლის 27 იანვარი
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იტალიის საელჩომ, საერთაშორისო ფონდ „ლეასთან" თანამშრომლობით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართა კარლო ლიძანის ფილმის „სასტუმრო „მეინა"-ს ჩვენება.

1 giornata della memoria holocaust


ევროპული ფილმის IV ფესტივალი
თბილისი
2016 წლის 17 მარტი
ევროპული კინოს IV ფესტივალი თემაზე „გარდამტეხი მომენტები", მიეძღვნა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად იღებენ პირად, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნა რეჟისორ კარლო მაძაკურატის ფილმი „ბედნიერების სკამი" (2013წ.).

festival film europeo mazzacurati


კინოფესტივალი „ჯიფონი"
თბილისი
2016 წლის 24 – 26 ივნისი
კინოფესტივალი „ჯიფონი საქართველო", ფესტივალში მონაწილე უამრავი ახალგაზრდა და უსაზღვრო ენთუზიაზმი. წლევანდელი ფესტივალი, რომელიც გაიმართა იტალიის საელჩოს ხელშეწყობითა და საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ჩატარდა კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში.

1 giffoni


ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი"
ნიქოზი
2016 წლის 1 - 6 სექტემბერი
ანიმაციური ფილმების მე-6 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა იტალიელი კინოკრიტიკოსის, ანიმაციაზე წიგნებისა და ნაშრომების ავტორის, ჯანალბერტო ბენდაცის ანიმაციური ენციკლოპედიის პრეზენტაცია.

nikozi 1

კერძები კინოეკრანზე - კინოჩვენებები იტალიური სამზარეულის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში
თბილისი
2016 წლის 21 – 27 ნოემბერი
იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, იტალიის საელჩოს ორგანიზებითა და სხვადასხვა ორგანიზაციებთან (დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან, იტალიური კულტურის ცენტრსა და იტალიურ სკოლა „ცისკართან") თანამშრომლობით გაიმართა იტალიურ სამზარეულოსთან დაკავშირებული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

1 film settimana della cucina


იტალია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე
თბილისი
2016 წლის 28 ნოემბერი - 4 დეკემბერი
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის „იტალიური ფილმების სექცის" ფარგლებში, იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა 12 იტალიური ფილმის ჩვენება: „სალვატორე ჯულიანო", "უკანასკნელი კურორტი", „ბრძოლა ალჟირისათვის", „ხანგრძლივი სიჩუმე", „პრიმო ლევის მოგზაურობა", „ტკბილი სიზმრები", „ნაშუაღამევს", "დამიხსენი", „სამოთხის აღება", „ხანძარი ზღვაზე", „ეჭვმიუტანელი მოქალაქის საქმის გამოძიება", „გიჟური სიხარული".

festival cinema tbilisi


მუსიკა


დირიჟორის პულტთანაა მაესტრო კარლო პონტი (უმცროსი)
თბილისი
2016 წლის 9 იანვარი
იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა ცნობილი მეცოსოპრანოს ნინო სურგულაძის მიერ ბავშვთა დასახმარებლად დაარსებული ფონდის „ნატვრის ხე" საქველმოქმედო კონცერტი ალესანდრო საფინასა და კარლო პონტის მონაწილეობით.

1 concerto surguladze


გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი
თბილისი
2016 წლის 9 თებერვალი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სპეციალურად ამ საღამოსთვის მომზადებული ფოტო და ვიდეომასალის თანხლებით, შესრულდა მინიატურები ფორტეპიანოსთვის და კომპოზიტორის მიერ ნინო სურგულაძისთვის შექმნილი სიმღერები. დიდი მაესტროს მუსიკა შეასრულა პიანისტმა ალესანდრო სტელამ.

1 concerto stella surguladze


ეროს რამაცოტი: იდეალურია!
თბილისი
2016 წლის 24 აპრილი
იტალიელი მომღერლის კონცერტი გაიმართა იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის Check-in Georgia-ს ღონისძიებების ფარგლებში. არაჩვეულებრივი კონცერტი დედაქალაქის სპორტის სასახლეში, სიმღერები მომღერლის ახალი დისკიდან "Perfetto" და, როგორც ყოველთვის, დიდი წარმატება!

1 ramazzotti due


იტალიელი პიანისტი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე
თბილისი
2016 წლის 12 ივნისი
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის IV საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა იტალიელი პიანისტის ალესანდრო მარინოს კონცერტი, რომელიც გაიმართა კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

concerto alessandro marino


ნინო როტას მუსიკა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში
თბილისი
2016 წლის 15 ივნისი
იტალიის საელჩოს ხელშეწყობით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა წარმოდგენა, რომელსაც იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი ესწრებოდა და რომელიც ეროვნული ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცა. ბალეტი, რომლის შექმნა შთაგონებულია ფელინის ფილმით „გზა" და ნინო როტას მუსიკით. ორკესტრის დირიჟორი, სცენოგრაფია, განათება, ქორეოგრაფია, გამოსახულება და კოსტუმები - ეს ყველაფერი იტალიური კრეატიულობის ნაყოფი გახლავთ.

sofia loren


საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი
ოზურგეთი, შეკვეთილი
2016 წლის 1 – 3 სექტემბერი
იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა შავი ზღვის პირველი საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი, სადაც, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და შავი ზღვის ქვეყნებიდან ჩამოსულ 24 ჯგუფთან და 400-მდე შემსრულებელთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სარდინიულმა ფოლკლორულმა ჯგუფმა "Su Cuncordu ‘e Sette Dolores".

1 folk festival 2


მრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმი
თბილისი
2016 წლის 27 – 29 სექტემბერი
თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა სარდინიელ მომღერალთა გუნდის "Su Cuncordu Lussurzesu" კონცერტი - კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც სარდინიული პოლიფონიის ტრადიციასა და დიდებულ ქართულ მრავალხმიანობას მიეძღვნა.

1 simposio musica polifonica


ნიჭიერი ჩელისტი ბაროკოს ზეიმზე
თბილისი
2016 წლის 9 დეკემბერი
ბაროკოს მუსიკალური მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა იტალიელი მუსიკოსის დავიდე ამადიოს კონცერტი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას" თანხლებით. შესრულდა ბაროკოს პერიოდის გენიალური იტალიელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

1 barocco due


საქველმოქმედო კონცერტი ბავშვების დასახმარებლად
თბილისი
2016 წლის 28 დეკემბერი
ნინო სურგულაძის ფონდის "ნატვრის ხე" მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი საქველმოქმედო კონცერტი ბავშვების დასახმარებლად. იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, კონცერტის მონაწილეებს შორის იტალიელი შემსრულებლებიც არიან: ჯგუფი "Le Divas", რომელიც შესანიშნავად ასრულებს, როგორც ჯაზს, ასევე, პოპ-მუსიკასაც, და ახალგაზრდა ნიჭიერი კომპოზიტორი და პიანისტი ფრანჩესკო ტასკაიალი.

1 surguladze due


თეატრი


კარავაჯოს შუქჩრდილები თეატრის სცენაზე
თბილისი
2016 წლის 7 მარტი
იტალიის საელჩომ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრთან თანამშრომლობით, თბილისში ჩამოიყვანა სახელგანთქმული ნეაპოლური დასი „Teatri 35", რომელმაც წარმოადგინა სპექტაკლი „შუქჩრდილები - მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს გაცოცხლებული ტილოები", არაჩვეულებრივი ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას" მიერ შესრულებული ბაროკოს პერიოდის მუსიკის თანხლებით.

1 caravaggio due


ოპერა - ვერდის „დონ კარლოსი"
თბილისი
2016 წლის 9 მაისი
იტალიის საელჩოს ხელშეწყობით, ცხრაწლიანი შესვენების შემდეგ ხელახლა გახსნილ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ ჯუზეპე ვერდის დიდებულ ოპერაში „დონ კარლოსი" მონაწილეობა იტალიელმა შემსრულებლებმა მიიღეს.

2 don carlos


ნობელის პრემიის ლაურეატის, დარიო ფოს გახსენება
თბილისი
2016 წლის 11 ნოემბერი
იტალიის საელჩომ და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა, ნობელის პრემიის ლაურეატის, დარიო ფოს ხსოვნას პატივი მიაგეს სპექტაკლით „არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!".

2 dario fo 1


„ფოკუსში იტალიაა" - ფართოდ წარმოდგენილი თანამედროვე თეატრი
თბილისი
2016 წლის 29 ოქტომბერი - 16 ნოემბერი
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი" იტალია საპატიო სტუმარი გახლდათ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისა და ჩვენი საელჩოს წარმატებული თანამშრომლობის ნაყოფი - ახალი პროგრამა „ფოკუსში იტალიაა". მაყურებელმა დიდი ენთუზიაზმით მოიწონა სპექტაკლები (მათ შორის, ედოარდო ერბას წარმოდგენა „იტალია ათიან წლებში - იტალია დღეს" და ჰაინერ მიულერის წარმოდგენა „მედეა მასალა") და იტალიელი რეჟისორის ჩეჩილის ძოპელეტოს დოკუმენტური ფილმი.

1 gift tre


ლუიჯი პირანდელოს „მთის გოლიათები"
თბილისი
2016 წლის 6 დეკემბერი
კიდევ ერთი წარმატება, ამჯერად კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე: ლუიჯის პირანდელოს პიესა „მთის გოლიათები" და ჩვენი თანამედროვე თეატრის ორი გიგანტის, ენცო ვეტრანოსა და სტეფანო რანდიზის რეჟისურა.

1 pirandello due


ლიტერატურა


პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი
წინანდალი
2016 წლის 22 მაისი
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა პოეზიის საერთაშორისო სიმპოზიუმს, სადაც მონაწილეობა იტალიელმა პოეტმა, დავიდე რონდონიმ მიიღო.

1 rondoni


სხვა ღონისძიებები


იტალია ევროპის დღის აღმნიშვნელ ზეიმზე
თბილისი
2016 წლის 8 მაისი
იტალიის საელჩომ წელსაც უმასპინძლა რიყის პარკში მოწყობილ „ევროსოფელში" მოსულ სტუმრებს. ხელოვნებისა და ძერწვის გაკვეთილები, კონცერტი, ბევრი იტალიური სიმღერა და, ზეიმის დასასრულს, გრანდიოზული „ნუტელა-ფართი" ბავშვებისთვის.

1 giornata lingue europee 2


ზამთრის გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული საქველმოქმედო ღონისძიება
თბილისი
2016 წლის 3 დეკემბერი
იტალიის საელჩომ ტრადიციულად მიიღო მონაწილეობა საქართველოს დედაქალაქის მთავარ საქველმოქმედო ღონისძიებაში. იტალიური სტენდი, დიდი ენთუზიაზმისა და უამრავი იტალიური პროდუქციის წყალობით, ისევ ერთ-ერთი პირველი იყო შეგროვებული თანხების თვალსაზრისით, რომლებიც სრულად მოხმარდება გაჭირვებული ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების დახმარებისთვის გამიზნულ პროექტებს.

2 bazar due

 

 

pagina 4 sponsor sito


ადგილი:

Tbilisi

877