ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიური კინოს მესამე მსოფლიო კვირეული

იწყება იტალიური კინოს მესამე მსოფლიო კვირეული (15-21 ივნისი), რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს ინიციატივით იმართება და მისი მიზანია იტალიური კინემატოგრაფის პოპულარიზაცია უცხოეთში. კვირეული ეძღვნება ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებს (მსახიობებს, რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებს, კომპოზიტორებს, მემონტაჟეებს და სხვ.), რომელთა გარეშეც რთული და კომპლექსური კინოსამყაროს არსებობა შეუძლებელია.

წლევანდელი კვირეულის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს მიერ მომზადებული თემატური კინოჩვენებები. გარდა ამისა, იტალიის რადიო-ტელევიზიასთან (RAI) თანამშრომლობით, პორტალზე RaiPlay განთავსდება იტალიურ კინემატოგრაფსა და კინოინდუსტრიასთან დაკავშირებული მასალები სუბტიტრებით ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე: ფილმები, მასტერკლასები, კინოკრიტიკოსების მიმოხილვები და ვიდეოგაკვეთილები.

წლევანდელი კვირეულის ფარგლებში გავიხსენებთ ორ იტალიელ კინოხელოვანს, რომელთა დაბადებიდან ასი წლისთავი წელს აღინიშნება: ფედერიკო ფელინისა და ალბერტო სორდის.

საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ფილმები და მასტერკლასები:

ფედერიკო ფელინი, რომელზეც სცენარისტი, რეჟისორი და ჟურნალისტი ჯანფრანკო ანჯელუჩი მოგვიყვება
ფედერიკო ფელინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმი

ვიდეოგაკვეთილები კინოპროფესიებზე: