იტალიის მოქალაქეების, საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეების რეესტრში (A.I.R.E) რეგისტრაცია ხორციელდება დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანთა შემთხვევაში ორივე მშობლის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოში საცხოვრებლად შემოსვლიდან 90 დღის განმავლობაში. რეესტრში რეგისტრაცია გულისხმობს იტალიის მუდმივი მოსახლეობის ეროვნული რეესტრიდან (A.N.P.R.) და ამავდროულად ჯანდაცვის ეროვნული სისტემიდან (S.S.N.) რეგისტრაციის მოხსნას. A.I.R.E -ში სავალდებულო რეგისტრაციის ვადების ამოწურვის შემდეგ, საკონსულო ავტომატურად დაარეგისტრირებს იმ იტალიის მოქალაქეებს, რომლებმაც არ წარადგინეს მოთხოვნა, მაგრამ რომელთა შესახებაც საკონსულო განყოფილებას აქვს ინფორმაცია, მათ ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე (მუხ. 6 კანონი. 470/1988).
A.I.R.E-ში რეგისტრაცია არის კანონიერი მოთხოვნა და ამ საელჩოს საკონსულო განყოფილების სერვისებზე წვდომის ძირითადი წინაპირობა. 2023 წლის 30 დეკემბრის N. 213 კანონის 1 მუხლის 242-ე პუნქტის მიხედვით, (gazzettaufficiale.it/eli/gu/2023/12/30/303/so/40/sg/pdf) A.I.R.E-ში რეგისტრაციის ვალდებულების დარღვევისთვის, საზღვარგარეთ მცხოვრებ ყველა იტალიის მოქალაქეზე დაწესდა სანქციები, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 1.000,00 ევროს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ წელზე, მაქსიმუმ 5 წლის ვადით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონსულო ორგანო არ არის კომპეტენტური იტალიის მოქალაქის საცხოვრებლის საზღვარგარეთ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საგადასახადო საკითხებზე. საჭირო ინფორმაციისთვის დაუკავშირდით იტალიის შემოსავლების სააგენტოს (https://www.agenziaentrate.gov.it/portale/home)
როგორ დავრეგისტრირდეთ საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეების რეესტრში (A.I.R.E)
A.I.R.E-ში რეგისტრაციის მოთხოვნა უნდა წარედგინოს საგანგებოდ შექმნილი FAST-IT პორტალის მეშვეობით (https://serviziconsolari.esteri.it/ScoFE/index.sco). იმ შემთხვევაში, თუკი შეუძლებელია FAST-IT პორტალის მეშვეობით საბუთების წარდგენა (საჭიროა დასაბუთება თუ რატომ ვერ ხერხდება პორტალზე რეგისტრაცია), მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში არის შესაძლებელი დოკუმენტაციის გაგზავნა ელექტრონული ფოსტით, PDF ფორმატში (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დანართების დაყოფა), შემდეგ მისამართზე: consolato.tbilisi@esteri.it .
საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეების რეესტრში (A.I.R.E) რეგისტრაციის ინსტრუქცია / FAST-IT პორტალის განახლება
განახლებები შესაძლებელია მხოლოდ მათთვის, ვინც უკვე დარეგისტრირებულია თბილისში იტალიის საელჩოს A.I.R.E-ში.
ყურადღება: მომხმარებლის ანგარიშის შექმნა არ გულისხმობს A.I.R.E-ში რეგისტრაციას ან თქვენი მისამართის განახლებას. თქვენ უნდა მიჰყვეთ ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს, რათა წარმატებით გაგზავნოთ მოთხოვნა ან განაახლოთ ინფორმაცია:
– შექმენით ახალი მომხმარებელი / შესვლა მხოლოდ Google Chrome-ით: – ეწვიეთ ბმულს https://serviziconsolarionline.esteri.it/ScoFE/index.sco, დააჭირეთ „რეგისტრაცია“ / მათთვის, ვისაც უკვე აქვს ანგარიში თბილისში იტალიის საელჩოში: შედით თქვენი ელექტრონული ფოსტით და პაროლით.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია
FAST-IT პორტალზე რეგისტრაციის განაცხადს თანამემამულემ უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
– სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი ფორმა, ან მოთხოვნა A.I.R.E-ში რეგისტრაციის შესახებ: ფორმა/მოთხოვნა ცალკე უნდა იყოს წარმოდგენილი იტალიის მოქალაქის ოჯახის თითოეული ზრდასრული წევრისთვის, ხოლო ოჯახთან ერთად მცხოვრები არასრულწლოვნებისთვის საკმარისი იქნება მათი პირადი მონაცემების მითითება ფორმის შესაბამის განყოფილებაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ FAST-IT პორტალი ავტომატურად შექმნის მოთხოვნის ფორმას;
– განმცხადებლის და მისი ოჯახის თითოეული წევრისთვის საჭიროა იტალიის მოქალაქის პასპორტი, მათ შორის არასრულწლოვნების, ასევე პასპორტის იმ გვერდის ასლი, რომელშიც მითითებულია ორგანო, რომელმაც გასცა იგი. პასპორტის არარსებობის შემთხვევაში დაურთეთ პირადობის მოწმობის ასლი ან იტალიის უწყებების (იტალიის საკონსულოს ან მერიის) წერილის ასლის, რომელიც ადასტურებს იტალიის მოქალაქეობას. დოკუმენტები უნდა იყოს მოქმედი;
– არასრულწლოვანთათვის, რომლებსაც არ აქვთ იტალიური პასპორტი, მის ნაცვლად შეიძლება წარმოადგინონ დაბადების მოწმობა. გარდა ამისა, ყოველთვის საჭიროა მშობლების თანხმობის აქტი (შესავსები ფორმები იხილეთ ამ საიტზე);
– საქართველოში ცხოვრების ან რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მხოლოდ მაგალითისთვის: შრომითი ხელშეკრულების ასლი, გრძელვადიანი ქირავნობის ხელშეკრულების ასლი, მინიმუმ ორი გადახდილი კომუნალური გადასახადის ასლი, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაცემული გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის ასლი; მეუღლის სახელზე არსებული საცხოვრებლის შემთხვევაში საჭიროა ქორწინების მოწმობის ასლი და ქირავნობის ხელშეკრულების ან საკუთრების მოწმობის ასლი ამ უკანასკნელის სახელზე.
ვადები
საკონსულო განყოფილებას აქვს 180 დღე განაცხადის კომპეტენტურ მერიაში გასაგზავნად. ფაქტობრივი რეგისტრაციის დრო დამოკიდებულია ცალკეულ მერიაზე და ცვალებადია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ A.I.R.E-ში რეგისტრაცია ძალაში შედის შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის დღიდან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონსულო ორგანო არ არის კომპეტენტური საგადასახადო საკითხებზე. აღნიშნულთან დაკავშირებულ საკითხებზე გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სააგენტოს: https://www.agenziaentrate.gov.it/portale/home .
A.I.R.E-ში ინფორმაციის განახლება არის მოქალაქის პასუხისმგებლობა. დაინტერესებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს საკონსულოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში:
– საცხოვრებელი ადგილის ან მისამართის ცვლილება;
– სამოქალაქო სტატუსის ცვლილება, მათ შორის საქართველოში გაცემულო დოკუმენტების იტალიაში დარეგისტრირება (ქორწინება, დაბადება, განქორწინება, გარდაცვალება და ა.შ.);
– იტალიაში საცხოვრებლად გადასვლა;
– იტალიის მოქალაქეობის დაკარგვა.
სხვა საკონსულო ოლქში გადასვლა
A.I.R.E-ში დარეგისტრირებულმა მოქალაქემ, რომელიც ერთი საკონსულო ოლქიდან გადადის მეორეში (იმავე ქვეყანაში ან სხვა ქვეყანაში) FAST-IT პორტალზე, 90 დღის განმავლობაში, უნდა წარადგინოს შესაბამისი განაცხადი ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (პორტალზე შესაძლებელია კომპეტენტური საკონსულო ოლქის მოძიება), სადაც უნდა მონიშნოს საკონსულო ოლქის შეცვლის ოფცია (საჭირო დოკუმენტაციის გადასამოწმებლად სასურველია ესტუმროთ ტერიტორიულად კომპეტენტური საელჩოს ან საკონსულოს ვებგვერდს).
საცხოვრებლის შეცვლის შემთხვევაში, თუკი მოქალაქის მხრიდან 180 დღის განმავლობაში არ მოხდება ზემოაღნიშნული პროცედურის განხორციელება, საკონსულო განყოფილებას შეუძლია მოქალაქე გამოაცხადოს მიუწვდომლად და გააუქმოს A.I.R.E-ში მისი რეგისტრაცია.
რეპატრიაცია
A.I.R.E-ში რეგისტრირებულმა მოქალაქეები, რომლებიც ბრუნდებიან იტალიაში მუდმივ საცხოვრებლად, უნდა გამოცხადდნენ იტალიის შესაბამის მერიაში და განაცხადონ მათი ახალი საცხოვრებელი მისამართი, პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილ ვადებში (1989 წლის 30 მაისი, ნ. 223). რეპატრიაციის შესაბამისი დეკლარაციის წარუდგენლობა ან დაგვიანებით წარდგენა ისჯება ადმინისტრაციული ფულადი ჯარიმით. მერია წარდგენის დღესვე გააუქმებას რეგისტრაციას A.I.R.E-ში და მოახდენს მოქალაქის A.N.P.R-ში რეგისტრაციას. მერია პასუხისმგებელი იქნება რეპატრიაციის ძალაში შესული თარიღის შესახებ ოფიციალურად აცნობოს საკონსულოს, რომელიც აღნიშნულს დაარეგისტრირებს მის რეესტრში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჩამოსვლა / ტრანსფერი სხვა ქვეყანაში
– თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ FAST-IT-ზე სხვა საელჩოში ან საკონსულოში, არ არის აუცილებელი თქვენი FAST-IT ანგარიშის გაუქმება. სხვა ქვეყანაში/საკონსულო ოლქში მისამართის ცვლილების გასაახლებლად, თქვენ უნდა გააგრძელოთ სისტემის მიერ მოთხოვნილი ყველა ველის სწორად შევსება. საკონსულო ოლქი ავტომატურად შეიცვლება და წინა ოლქი მიიღებს შეტყობინებას საკონსულო ცვლილების შესახებ;
– იმის შესამოწმებლად, არის თუ არა თქვენი სახელი უკვე საკონსულო ჩანაწერში დარეგისტრირებული, დააჭირეთ „თქვენი პერსონალური მონაცემების ფურცლის ნახვა“-ს და მიჰყევით ინსტრუქციას შესამოწმებლად;
– თუ თქვენი სახელი უკვე ფიგურირებს საკონსულო რეესტრში და მისამართი არ არის განახლებული, მიჰყევით მისამართის განახლების ინსტრუქციას (ქვემოთ იხ. პუნქტი 2);
– თუ არ ხართ დარეგისტრირებული, მიჰყევით ინსტრუქციას A.I.R.E-ში დასარეგისტრირებლად (ქვემოთ იხ. პუნქტი 1):
1. დააჭირეთ “საკონსულო და A.I.R.E”-ს – რეგისტრაცია: დააჭირეთ “მოითხოვეთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეების რეესტრში – A.I.R.E”
2. განახლებები: დააჭირეთ ღილაკს „საცხოვრებელი ადგილის შეცვლას“ – მოთხოვნის სწორი და სრული ფორმულირებისთვის შეავსეთ საჭირო ველები.
მნიშვნელოვანია: შეყვანილი მონაცემები ზუსტად უნდა იმეორებდეს იტალიური პასპორტის მონაცემებს: – თუ არ გაქვთ იტალიური პასპორტი, შეიყვანეთ მონაცემები ისე, როგორც მოცემულია დაბადების მოწმობაში;
– მიუთითეთ მეორე სახელი ველში „სახელი“, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
– მიუთითეთ თარიღები ფორმატში DAY / MONTH / YEAR.
3. ამობეჭდეთ შესაბამისი ფორმა;
4. პორტალზე ატვირთეთ ზემოთ დასახელებული დოკუმენტები თითოეული პირისთვის, ვისთვისაც ითხოვთ A.I.R.E-ში რეგისტრაციას და გაგზავნეთ მოთხოვნა.
ტექნიკური შენიშვნა:
შესაძლებელია მინიმუმ 3 მრავალგვერდიანი და მაქსიმუმ 9 მრავალგვერდიანი დოკუმენტის ატვირთვა, შემდეგი კრიტერიუმებით:
- სკანირება PDF ფორმატში;
- მაქსიმალური გარჩევადობა 200 dpi;
- თითოეული ფაილის მაქსიმალური ზომა = თითო 1 მბაიტი.
დაელოდეთ სტატუსს „გაგზავნილია მერიაში“: მას შემდეგ, რაც საკონსულო მოთხოვნას გადააგზავნის შესაბამის მერიაში, მოხდება A.I.R.E-ს განაცხადის სტატუსის ცვლილება, რომელიც ავტომატურად შეიცვლება სტატუსით „გადაგზავნილია მერიაში“. თანამემამულე მიიღებს მერიაში გადაგზავნის დასტურის ელექტრონულ წერილს.