ფესტივალი “მწვანე საღამოები დავიწყებული ხილის ხეივანში”
26 ივნისს იწყება პირველი ფესტივალი “მწვანე საღამოები დავიწყებული ხილის ხეივანში”, რომელიც ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის თეატრალური, ლიტერატურული და მუსიკალური ღონისძიებებით სავსე პროგრამაშია სალენტოს ფოლკლორული მუსიკის კონცერტი “პიციკა – დედამიწის ხმა” – მუსიკისა და მოძრაობის, უძველესი რიტმებისა და თავბრუდამხვევი ცეკვის უჩვეულო სინთეზი. შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზის […]
Წაიკითხე მეტიევროკავშირი-საქართველოს პირველი ბიზნეს ფორუმი
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნეს ურთიერთობები ძლიერდება. იტალიის საელჩომ თბილისში მონაწილეობა მიიღო ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) მიერ ორგანიზებულ „ევროკავშირი-საქართველოს პირველ ბიზნეს ფორუმში”, რომელიც ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელებული ახალი ინიციატივის, ევროპული ეკონომიკური პლატფორმის ფარგლებში გაიმართა. ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ევროკავშირის […]
Წაიკითხე მეტიგანახლებული ინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების თაობაზე
თბილისში იტალიის საელჩოს ვებგვერდის მომხმარებელთა საყურადღებოდ: ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მოემგზავრება საქართველოში საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო გზით, 2022 წლის 15 ივნისიდან გათავისუფლებულია კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან. დახურულ სივრცეში პირბადის ვალდებულების მოხსნის თაობაზე საელჩოს ვებგვერდზე 2022 წლის 3 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის […]
Წაიკითხე მეტიიტალიისა და საქართველოს თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად
გრძელდება იტალიის საელჩოს ჩართულობა იტალიასა და საქართველოს თანამშრომლობაში, რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის სფეროს უკავშირდება. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საელჩოს მიერ საქართველოს ეროვნული მუზეუმთან ერთად ორგანიზებული ვორქშოპი „მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაცია და განვითარება”. ვორქშოპში მონაწილეობა მიიღო იტალიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლა იორიომ, საქართველოს ეროვნული […]
Წაიკითხე მეტიიტალიური კინოს მეხუთე მსოფლიო კვირეული
დაიწყო იტალიური კინოს მეხუთე მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს ინიციატივით, იტალიის კულტურის სამინისტროსთან, კინოწარმოების ეროვნულ ასოციაციასთან (ANICA), საგარეო ვაჭრობის სააგენტოსა (ICE), Luce-Cinecittà-ს ინსტიტუტთან, იტალიური ფილმების კომისიების ასოციაციასთან (Italian Film Commissions) და იტალიის კინოაკადემიასთან (კინოპრიზი „დონატელოს დავითი“) თანამშრომლობით 2022 წლის 13 ივნისიდან 19 ივნისამდე იმართება. მისი მიზანია იტალიური კინემატოგრაფის პოპულარიზაცია უცხოეთში. […]
Წაიკითხე მეტისასწავლო სტიპენდიები: განაცხადების წარდგენის ვადა 13 ივნისის 16:00 საათამდე (საქართველოს დროით) გაგრძელდა
საქართველოსთვის გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ განაცხადების წარდგენის ვადა 13 ივნისის 16:00 საათამდე (საქართველოს დროით) გაგრძელდა.
Წაიკითხე მეტიიტალიური ჯაზი ფესტივალზე “თბილისი რიტმი”
მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისი რიტმი” 15 ივნისს საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტით გაიხსნება. ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე წარსდგება ბრწყინვალე მუსიკოსებისგან შემდგარი ტრიო: ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი, სახელგანთქმული სარდინიელი მესაყვირე პაოლო ფრეზუ, სიცილიელი პიანისტი დინო რუბინო, რომელსაც მუსიკალურმა კრიტიკოსებმა “ფორტეპიანოს პოეტს” (“un poeta al piano”) უწოდეს, და უამრავი […]
Წაიკითხე მეტისახელგანთქმული იტალიელი მუსიკოსები საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალზე
დაუვიწყარი საოპერო წარმოდგენა, რომელიც მე-17 საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება: დიდი იტალიელი კომპოზიტორის, პიეტრო მასკანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლირიკული ოპერა “სოფლის ღირსება”, რომელსაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შეასრულებენ არაჩვეულებრივი მომღერლები: ჯუზეპე ვერდის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, სახელგანთქმული იტალიელი ტენორი ლუჩანო განჩი; მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებული იანო ალიბეგაშვილი და პრესტიჟული […]
Წაიკითხე მეტიიტალიის ეროვნული დღესასწაული თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში
2 ივნისს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელი საზეიმო წვეულება გაიმართა. მრავალრიცხოვან სტუმრებს “იტალიური ცხოვრების სტილის” (სილამაზის, ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზის) ნამდვილი ზეიმი დახვდათ – ერთ საღამოში თავმოყრილი უამრავი სიურპრიზი და იტალიური კრეატიულობით გამორჩეული სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის: გამოფენები: […]
Წაიკითხე მეტიიტალიური დიზაინი საქართველოში ბრუნდება
საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით, 30-31 მაისს თბილისში იტალიური დიზაინისა და არქიტექტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიება გაიმართება. ქართულ საზოგადოებას ელის სამეცნიერო, აკადემიური და სამეწარმეო წრეების ფართო ჩართულობით მომზადებული უამრავი საინტერესო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს იტალიური დიზაინის სილამაზის წარმოჩინებას. საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის […]
Წაიკითხე მეტი