ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საელჩოდან

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
22 სექტემბერი 2023
შეტყობინება იტალიური სამზარეულოს მერვე მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით (2023 წლის 13-19 ნოემბერი)

იტალიის საელჩო საქართველოში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იმ ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლებიც იტალიური სამზარეულოს მერვე მსოფლიო კვირეულის (2023 წლის 13-19 ნოემბერი) ფარგლებში გაიმართება. კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური სამზარეულოსა და გამორჩეული იტალიური აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას. ინტერესის გამოხატვის პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ შეტყობინებას, გამოხატოთ თქვენი ინტერესი თანამშრომლობაზე ან დაფინანსებაზე და […]

Წაიკითხე მეტი
21 სექტემბერი 2023
იტალიური მონაწილეობა საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე “თაობა”

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა” წელს უკვე მეხუთედ იმართება და მისი მთავარი მონაწილეები 13-18 წლის ახალგაზრდები არიან – სწორედ ისინი (300-მდე მოზარდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან) შეაფასებენ და გამოავლენენ საუკეთესო კინოფილმებს, გამართავენ დისკუსიებს რეჟისორებთან, მსახიობებსა და კინოსამყაროს სხვა პროფესიების წარმომადგენლებთან. ფესტივალის მონაწილეებს ფილმების ჩვენებებით, შეხვედრებით, სემინარებითა და სხვადასხვა ღონისძიებებით აღსავსე ხუთი საინტერესო დღე ელით. ფესტივალს, რომელიც იტალიის […]

Წაიკითხე მეტი
20 სექტემბერი 2023
ვირტუოზი იტალიელი მევიოლინე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “შემოდგომის თბილისი”

31-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი” სახელგანთქმული მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით შვიდ შესანიშნავ ღონისძიებას უმასპინძლებს. კონცერტზე, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება, მსმენელის წინაშე წარსდგება დომენიკო ნორდიო, ცნობილი იტალიელი მევიოლინე, სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ბრწყინვალე შემსრულებელი, რომელიც დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ – ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლის, პარიზის სალ პლეიელის, მილანის ლა სკალას თეატრისა და […]

Წაიკითხე მეტი
15 სექტემბერი 2023
თბილისში იტალიური ბაროკოსადმი მიძღვნილ კონცერტზე ბენედეტო მარჩელოს აქამდე უცნობი ნაწარმოებები შესრულდება

საქართველოში იტალიის საელჩომ და თბილისის ბაროკოს მე-9 ფესტივალმა, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში ბაროკოს მუსიკის ერთადერთ ფესტივალს წარმოადგენს, მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებული საჩუქარი მოუმზადა: იტალიური ბაროკოსადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება, პირველად გაჟღერდება ბაროკოს ეპოქის გამორჩეული ვენეციელი კომპოზიტორის, ბენედეტო მარჩელოს აქამდე უცნობი მუსიკალური ნაწარმოებები. ორ კონცერტს ფაგოტისთვის, რომლებიც 300 წლის წინ დაიწერა და ახლახან იქნა აღმოჩენილი, […]

Წაიკითხე მეტი
15 სექტემბერი 2023
შეხვედრა იტალიურ კინოსთან ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე

კინემატოგრაფიული ზღაპარი, რომელიც სიღარიბისა და პროგრესის ფონზე იშლება, ერთი შეხედვით შორეული სამყარო, რთული და თითქმის წარმოსახვითი მეგობრობის ისტორია ახალგაზრდა პერსონაჟებს შორის, რომლებიც სიყმაწვილის ორ განსხვავებულ სახეს წარმოადგენენ: ლაზარე, ოციოდე წლის გლეხის ბიჭი, რომელიც იმდენად გულკეთილი და გულუბრყვილოა, რომ შეიძლება ჩერჩეტადაც კი მოგეჩვენოთ და ახალგაზრდა მარკიზი ტანკრედი, რომელიც დედამისის ძალაუფლების სიყვარულს უმხედრდება. სიცრუისა და საიდუმლოებების ფონზე […]

Წაიკითხე მეტი
30 აგვისტო 2023
დაუვიწყარი კონცერტები იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც წლების წინ სახელგანთქმული ქართველი მევიოლინის, ლიანას ისაკაძის მიერ დაარსდა, ქართველ მსმენელს სთავაზობს შესანიშნავ მუსიკალურ საღამოებს ახალგაზრდა და ნიჭიერი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით. საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული, რიგით მე-15 ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კიდევ ორი კონცერტი გაიმართება: 22 სექტემბერს (დასაწყისი: 20:00სთ) ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზებს” […]

Წაიკითხე მეტი
29 აგვისტო 2023
შეტყობინება იმ დაფინანსებათა გაცემის შესახებ, რომლებიც უკავშირდება იტალიის მონაწილეობას საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ინიციატივებში

გაცნობებთ, რომ შეტყობინებები იმ დაფინანსებათა გაცემის შესახებ, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებებების დაცვასთან დაკავშირებულ ინიციატივებში იტალიის მონაწილეობას, ხელმისაწვდომია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდზე: https://www.esteri.it/it/trasparenza_comunicazioni_legali/sovvenzioni_contributi_sussidi_vantaggi_economici/criterimodalita/ გაცნობებთ, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში სათაო ოფისის მქონე სუბიექტის შემთხვევაში, მოთხოვნა წარდგენა ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ტერიტორიისთვის კომპეტენტური იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით (საქართველოს […]

Წაიკითხე მეტი
23 აგვისტო 2023
იტალიელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა მონაწილეობს ორ კონცერტში, რომლებიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, წინანდლის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება

საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში იტალიელი ხელოვანების მონაწილეობა თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გრძელდება. წინანდლის ფესტივალის მეხუთე სეზონის ფარგლებში გაიმართება ორი კონცერტი ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორის, ლონდონის და ისრაელის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორისა და წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორის, ჯანანდრეა ნოზედას მონაწილეობით. 31 აგვისტოს, ფესტივალის გახსნით კონცერტზე, რომელზეც შუმანისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები […]

Წაიკითხე მეტი
15 აგვისტო 2023
მილანი-კორტინა 2026: ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები

1956 წელს კორტინაში გამართული ოლიმპიური თამაშებიდან 70 წლის შემდეგ, ხოლო ტურინის ოლიმპიადიდან 20 წლის შემდეგ, ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები იტალიაში ბრუნდება: რიგით 25-ე ზამთრის ოლიმპიადას ერთდროულად იტალიის ორი ქალაქი, მილანი და კორტინა უმასპინძლებს და, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებთან და ტრენტოსა და ბოლცანოს ავტონომიურ პროვინციებთან ერთად, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა და […]

Წაიკითხე მეტი
11 აგვისტო 2023
პროექტი “გლობალური განათლება და საერთაშორისო უმაღლესი განათლება იტალიის ისტორიული დასახლებებისა და კულტურისა და ხელოვნების ქალაქების შესწავლის სფეროში”

იტალიის სხვადასხვა უნივერსიტეტი გთავაზობთ ახალ ინგლისურენოვან კურსებს, რომლებიც მდგრადი განვითარების დარგში კვლევათა საუნივერსიტეტო ცენტრის (CIRPS), International Education Partners-ისა (IEP) და ეროვნულ ასოციაცია “Borghi più belli d’Italia”-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში (“გლობალური განათლება და საერთაშორისო უმაღლესი განათლება იტალიის ისტორიული დასახლებებისა და კულტურისა და ხელოვნების ქალაქების შესწავლის სფეროში”) ტარდება. კურსების ჩამონათვალის სანახავად დააჭირეთ აქ.კატალოგის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ.

Წაიკითხე მეტი