შეტყობინება იმ დაფინანსებათა გაცემის შესახებ, რომლებიც უკავშირდება იტალიის მონაწილეობას საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ინიციატივებში
გაცნობებთ, რომ შეტყობინებები იმ დაფინანსებათა გაცემის შესახებ, რომლებიც უკავშირდება იტალიის მონაწილეობას საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ინიციატივებში, ხელმისაწვდომია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდზე: https://www.esteri.it/it/trasparenza_comunicazioni_legali/sovvenzioni_contributi_sussidi_vantaggi_economici/criterimodalita/ გაცნობებთ, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში სათაო ოფისის მქონე სუბიექტის შემთხვევაში, მოთხოვნა წარდგენა ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ტერიტორიისთვის კომპეტენტური იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით (საქართველოს […]
Წაიკითხე მეტისახელგანთქმული იტალიელი კლარნეტისტი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე
10-15 სექტემბერს ტარდება ბათუმის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც იუნესკოს მაღალი პატრონაჟით იმართება. იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ გახსნით კონცერტში მონაწილეობას მიიღებს კამერული მუსიკის არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, იტალიელი კლარნეტისტი კლაუდიო მანსუტი, რომელიც რომის, ნეაპოლისა თუ მადრიდის საკონცერტო დარბაზების ხშირი სტუმარია და, ასევე, დიდი წარმატებით გამოდის საფრანგეთის, ავსტრიის, სლოვენიის, გერმანიისა და ნორვეგიის მუსიკალურ სცენებზე. კონცერტზე, […]
Წაიკითხე მეტიიტალიელი მუსიკოსები წინანდლის მეექვსე ფესტივალზე
გრძელდება თანამშრომლობა საქართველოში იტალიის საელჩოსა და წინანდლის ფესტივალს შორის, რომელიც წელს 31 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ცნობილი ქართველი მწერლის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მამულში გაიმართება და ბრწყინვალე იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით არაერთ შესანიშნავ ღონისძიებას უმასპინძლებს. წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონის ფარგლებში გაიმართება ორი კონცერტი ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორის, ლონდონის და ისრაელის […]
Წაიკითხე მეტისამი კონცერტი შესანიშნავი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით
21 აგვისტოს დაიწყება სახელგანთქმული ქართველი მევიოლინე ლიანას ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება და მუსიკის მოყვარულებს შესანიშნავ ღონისძიებებს სთავაზობს. წლევანდელი, მე-16 მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სამ ქალაქში გაიმართება კონცერტები ნიჭიერი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით. ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ვირტუოზი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი მონაწილეობას ორ კონცერტში მიიღებს: ფესტივალის გახსნით […]
Წაიკითხე მეტი“მსოფლიოში იტალიური სპორტის დღესთან” დაკავშირებული შეტყობინება
იტალიის საელჩო თბილისში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან “იტალიური სპორტის მსოფლიო დღესთან” დაკავშირებული ინიციატივის განხორციელებაში. ღონისძიება წელს პირველად გაიმართება და მისი მთავარი მიზანია, იტალიური სპორტული ინდუსტრიებისა და მათთან დაკავშირებული სფეროების პოპულარიზაცია სპორტისა და სპორტსმენების მეშვეობით, ასევე, სპორტში ჩართული ახალგაზრდული კომპონენტის მნიშვნელობისა და სპორტის – როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კვების […]
Წაიკითხე მეტისამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღე. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის ანტონიო ტაიანის მიმართვა
68 წელი გავიდა მარსინელის ტრაგედიის შემდეგ. 1956 წლის 8 აგვისტოს ბუა-დე-კაზიერის მაღაროში (ბელგია) მომხდარი ავარიის დროს დაიღუპა სხვადასხვა ეროვნების 262 მაღაროელი, მათ შორის 136 იტალიელი. “სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღესთან” დაკავშირებით, რომელიც სამშობლოსა თუ უცხოეთში სამუშაო ადგილას ტრაგიკულად დაღუპული თანამემამულეების მოსაგონრად დაწესდა, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ […]
Წაიკითხე მეტისტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სწავლისთვის
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ლა სკალას თეატრის აკადემიასთან თანამშრომლობის საფუძველზე, 9 საერთაშორისო სტუდენტისთვის გასცემს 9 სტიპენდიას საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სწავლისათვის (2025 წლის იანვრიდან 2025 წლის ივნისამდე პერიოდში). თითოეული სტიპენდიის ხანგრძლივობა 6 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 1000 ევროს შეადგენს. კანდიდატურის წარდგენის ვადაა 2024 წლის 1 ოქტომბერი. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა გააგზავნონ […]
Წაიკითხე მეტიMusei italiani, მობილური აპლიკაცია, რომელიც იტალიის კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენას გაგიადვილებთ
იტალიის კულტურის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა აპლიკაცია მობილური მოწყობილობებისთვის „Musei italiani” („იტალიის მუზეუმები“), რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია, გაეცნოს ინფორმაციას იტალიის 406 მუზეუმისა და არქეოლოგიური პარკის შესახებ და მარტივად შეიძინოს მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები. აპლიკაცია, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია იტალიურ და ინგლისურ ენებზე, უახლოეს მომავალში გააერთიანებს იტალიის ყველა სახელმწიფო მუზეუმს და ასევე, ადგილობივი ინსტიტუციების, უნივერსიტეტების, ეპარქიებისა თუ კერძო მფლობელობაში […]
Წაიკითხე მეტილეგენდარული მთასვლელი რეინოლდ მესნერი საქართველოში
23-27 ივლისს, კავკასიონის სამხრეთ ქედის კალთებზე მდებარე, ულამაზესი ბუნებით, მდიდარი ისტორიითა და უნიკალური კულტურით გამორჩეულ საქართველოს რეგიონში, სვანეთში, გაიმართება მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება. წლევანდელი ფესტივალის მთავარი სტუმარი იქნება რეინოლდ მესნერი, ლეგენდარული იტალიელი ალპინისტი, მკვლევარი, მოგზაური, უამრავი წიგნის ავტორი და რეჟისორი, რომელმაც პირველმა შეძლო ევერესტზე ასვლა ჟანგბადის […]
Წაიკითხე მეტივიდეოთამაში “Italy. Land of Wonders” მობილური მოწყობილობებისთვის
ვიდეოთამაშის “ITALY. Land of Wonders” განახლებული ვერსია მობილური მოწყობილობებისთვის ახლა უკვე ხელმისაწვდომია! მისი გადმოწერა უფასოდ შესაძლებელია App Store-სა (iOS-სთვის) და Google Play Store-ს (Android-ისთვის) მეშვეობით. ვიდეოთამაში და მასთან დაკავშირებული ვებგვერდი ხელმისაწვდომია იტალიურ, ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, გერმანულ, რუსულ, პორტუგალურ, არაბულ, ჩინურ, იაპონურ და კორეულ ენებზე. „ITALY. Land of Wonders”, რომელიც იტალიური კულტურის, ღირშესანიშნაობებისა და ბუნების სილამაზის […]
Წაიკითხე მეტი