ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიის საელჩო არჩევს სპონსორებს 2026 წლის კულტურული, კომერციული და იტალიის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებისთვის

Eventi 2025-banner

გინდათ, მხარი დაუჭიროთ კონცერტს, გამოფენას კონფერენციას ან სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირები იტალიური კულტურა და იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული და კომერციული კავშირებია? გინდათ, მაღალი დონის კულტურული და კომერციული პროგრამის მეშვეობით, წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია ან ორგანიზაცია საქართველოში – ქვეყანაში, რომელსაც იტალიასთან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს და რომელიც ევროპისა და აზიის მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს წარმოადგენს? საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ 2026 წლისთვის დაგეგმილ კულტურულ, კომერციულ და იტალიის რესპუბლიკის დღსადმი მიძღვნილ ღონისძიებებში თქვენი წვლილის შეტანისთვის, საკმარისია, 2026 წლის 2 მაისამდე გამოგვიგზავნოთ წერილი ელ.ფოსტის მისამართზე commerciale.tbilisi@esteri.it , და შეძლებთ, მონაწილეობა მიიღოთ სპონსორების შესარჩევ კონკურსში.

გათვალისწინებულია სპონსორის ოთხი კატეგორია: ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს და პლატინის სპონსორები. სხვადასხვა კატეგორიებისთვის გათვალისწინებული უპირატესობები და წესები დეტალურად არის მოცემული განაცხადში სპონსორების შესარჩევი პროცედურის შესახებ, რომელიც ქვეყნდება დაფინანსების წინადადების მოდულთან ერთად. სპონსორების ლოგოები ამ ვებგვერდზე იქნება განთავსებული. კულტურული საქმიანობის მხარდამჭერების მონაწილეობა ფართოდ იქნება გაშუქებული და ნახსენები სხვადასხვა ღონისძიებებთან დაკავშირებულ კომუნიკაციებში. ღონისძიებებზე სპონსორებს ექნებათ განსაკუთრებული სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილები და შეძლებენ საკუთარ სარეკლამო კამპანიებში გააჟღერონ, რომ არიან “საქართველოში იტალიის საელჩოს 2026 წლის ღონისძიებების სპონსორები”.

საელჩო აგრძელებს 2011 წლიდან, სპონსორიზაციის გეგმას, რომელიც გამოირჩევა სპონსორების შერჩევის გამჭვირვალობითა და ეფექტურობით, სპონსორების წვლილის სათანადო გაშუქებითა და მაღალი დონის ღონისძიებებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ.ფოსტის მისამართზე: commerciale.tbilisi@esteri.it