ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

შეტყობინება იტალიური სამზარეულოს მეათე მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით (2025 წლის 17-23 ნოემბერი)

Settimana della cucina-logo

იტალიის საელჩო საქართველოში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იმ ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლებიც იტალიური სამზარეულოს მეათე მსოფლიო კვირეულის (2025 წლის 17-23 ნოემბერი) ფარგლებში გაიმართება. კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური სამზარეულოსა და გამორჩეული იტალიური აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას.
ინტერესის გამოხატვის პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ შეტყობინებებს თანამშრომლობაზე ან დაფინანსებაზე, გამოხატოთ თქვენი ინტერესი და შეავსოთ შესაბამისი მოდულები (წინადადება თანამშრომლობაზე ან წინადადება დაფინანსებაზე).
შეტყობინების თანახმად, წინადადება თანამშრომლობაზე და წინადადება დაფინანსებაზე უნდა გააგზავნოთ არაუგვიანეს 2025 წლის 07 ნოემბრის 23:59 საათამდე (საქართველოს დროით) ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it.
ამავე მისამართზე შეგიძლიათ გააგზავნოთ მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

15/09/2025: დაფინანსების შეტყობინებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ დღევანდელი თარიღით გამოქვეყნდა შეტყობინების განახლებული ვერსია, სადაც დამატებულია იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა.

07/10/2025: ცვლილება წინადადებაში თანამშრომლობაზე (საელჩოს წვლილის მაქსიმალური ოდენობა).