გრძელდება საქართველოში იტალიის საელჩოსა და თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალის თანამშრომლობა. რიგით მეექვსე ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება ორი სპექტაკლი ბალეტის იტალიელი ვარსკვლავების მონაწილეობით: ფესტივალი გაიხსნება 24 ივნისს პეტრე ჩაიკოვსკის „გედების ტბით“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს შესანიშნავი საშემსრულებლო ტექნიკით განთქმული იტალიელი ბალერონი, ჰამბურგის ბალეტისა და ვენის სახელმწიფო ბალეტის სოლისტი ალესანდრო ფროლა.
26 ივნისს კლასიკური საბალეტო ხელოვნების მაგიური ატმოსფეროს მოყვარულებს ელით ადოლფ ადანის შედევრი „ჟიზელი“, რომელშიც მთავარ პარტიას მსოფლიო ვარსკვლავი, ჰოლანდიის ეროვნული ბალეტის სოლისტი იაკოპო ტისი იცეკვებს.
#DiplomaziaCulturale
მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები ქართულ სცენაზე
