თბილისში იტალიის საელჩო აგრძელებს ფასდაუდებელი იტალიური კულტურული მემკვიდრეობის წარდგენას საქართველოში. ანტიკური რომისა და პომპეის დიდი არქეოლოგიური გამოფენების შემდეგ, საქართველოში პირველად გაიმართება გამოფენა „ეტრუსკების სამყარო. საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“, რომელიც მოიცავს გასაოცარ არქეოლოგიურ მასალას იტალიის სამი მუზეუმიდან (კიუზის ეტრუსკული, კიანჩანო ტერმეს არქეოლოგიური და ფლორენციის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმების კოლექციებიდან).
ექსპოზიცია მნახველს სთავაზობს, იმოგზაუროს იდუმალებით აღსავსე ეტრუსკულ სამყაროში და გაეცნოს რომამდელ პერიოდში იტალიის ტერიტორიაზე არსებულ ყველაზე განვითარებულ ცივილიზაციას, ეტრუსკების ყოფასა და სარწმუნოებას, მათ წარმოდგენებს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, ადათ-წესებსა და ტრადიციებს, დამწერლობასა და ადამიანთა გამოსახულებებს.
გამოფენის მიზანია, სახელგანთქმული კანოპების (ცხედრის ფერფლის შესანახი ურნების, რომლებიც კიუზის არეალისთვის დამახასიათებელი იყო), სკულპტურების, ბუკეროსა და ბრინჯაოს ჭურჭლის, კერამიკული და ოქროს ნაკეთობების მეშვეობით, წარმოაჩინოს ეტრუსკული სამყაროს მრავალფეროვნება. გამოფენილ ექსპონატებს შორის კოლხეთთან დაკავშირებული ორი ნაკეთობაცაა: ძვ.წ.400-380წწ. დათარიღებული თიხის კრატერი (თასი) და ბრინჯაოს სარკე (ძვ.წ.300-275წწ.) არგონავტების მითის გამოსახულებით.
გამოფენა, რომელიც საქართველოში ხორციელდება იტალიის საელჩოს მიერ, ტოსკანას მუზეუმების რეგიონულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით და იტალიური კომპანია “Glocal Project Consulting“-ისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საორგანიზაციო ხელშეწყობით, ღია იქნება მნახველისთვის 2023 წლის 7 დეკემბრიდან 2024 წლის 14 აპრილის ჩათვლით სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, შემდეგ კი გადაინაცვლებს ვანში, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, სადაც 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით დარჩება.
დეტალური ინფორმაცია გამოფენის შესახებ:
ეტრუსკები – ნაოსნები და ვაჭრები
დამწერლობა
ადამიანთა სახეები და ფიგურები
ქალთა სამყარო – „მშვენიერი ქალის სამარხი“
ბანკეტი (ამქვეყნად და იმქვეყნად)
საბანკეტო ჭურჭლის ნაკრები: ბრინჯაო და ბუკერო
კიუზის მცხოვრებლები და მიცვალებულის კულტი
კანოპა
რუზინას გვარის სამარხი
მითების სამყარო ეტრურიაში
ბერძნული მითები ეტრურიაში
არგონავტების მითი ეტრუსკულ სამყაროში
მედეა ეტრურიაში
სტატიები და სიუჟეტები:
Georgia Today – სტატია, 05.12.2023
Il Giornale Diplomatico – სტატია, 05.12.2023
NewsDay – სტატია, 05.12.2023
ინტერპრესნიუსი – სტატია, 05.12.2023
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა „მოამბე“ – სიუჟეტი, 06.12.2023
ტვ Euronews Georgia – სიუჟეტი, 06.12.2023
Comunicazione Inform – სტატია, 06.12.2023
კიუზის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი – სტატია, 06.12.2023
ტვ რუსთავი 2 – სტატია, 06.12.2023
ტვ ფორმულა, გადაცემა „დილა ფორმულაზე“ – სიუჟეტი, 07.12.2023
ტვ იმედი, გადაცემა „ქრონიკა“ – სიუჟეტი, 07.12.2023
The Messenger – სტატია, 08.12.2023
Agenda.Ge – სტატია, 08.12.2023
9 Colonne – სტატია, 08.12.2023
On.Ge – სტატია, 08.12.2023
Georgian Times – Articolo, 08.12.2023
ნეტგაზეთი – სტატია, 08.12.2023
Enterpreneur – სტატია, 08.12.2023
ANSA – სტატია,10.12.2023
AISE – სტატია, 13.12.2023
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო – სიახლე, 14.12.2023
Agenzia Nova – სტატია, 14.12.2023
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა „დღის კოდი“ – სიუჟეტი, 14.12.2023