ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტო (EFSA) აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ საკვები შეიძლება იყოს ახალი კორონავირუსით (Covid-19) დაინფიცირების წყარო. სააგენტოს სამეცნიერო დირექტორის მარტა ჰუგასის თქმით, „ისეთი მონათესავე კორონავირუსების აფეთქებებიდან მიღებული გამოცდილება, როგორებიცაა მწვავე რესპირატორული სინდრომი SARS-CoV და ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომი MERS-CoV, აჩვენებს, რომ საკვების მიღებით კორონავირუსის გადადება არ ხდება. ამ დროისათვის არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ამ თვალსაზრისით განსხვავებულია“.
ევროპის სურსათისუვნებლობის სააგენტოს განცხადების სანახავად დააჭირეთ აქ.