ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

“ოქროს ფარგლის საერთაშორისო პრემია” (განაცხადების  წარდგენის ბოლო  ვადა:  2015 წლის 30 აპრილი)

“ოქროს ფარგლის საერთაშორისო პრემიის”, რომელიც პირველად ჩატარდება და  რომლის  თემა ეძღვნება საკვები პროდუქტებისა  და კვების დიზაინს, მონაწილეობის მისაღებად კომპანიებსა და დიზაინერებს საშუალება ეძლევათ, წარადგინონ პროდუქტი და მომსახურება 2015 წლის 30 აპრილამდე.
“ოქროს ფარგლის საერთაშორისო პრემიით” დაჯილდოვდება საუკეთესო პროდუქტები და კვებასთან დაკავშირებული პროცესები და სერვისები, რომელიც წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთ კატეგორიაში ქვემოჩამოთვლილ კატეგორიებიდან:
“Design for Agriculture, Fishing and Breeding”; “Design for Quality Food Process”; “Design for Food Packaging”; “Design for Food Distribution”; “Visual Communication for Food and Nutrition”; “Design for Food Preparation and Instruments”; “Design for Food Consumption and Eating”; “Design for Food and Local Heritage”.
კონკურსი მოიაზრებს აგრეთვე, Targa Giovani-ის საერთაშორისო სექციას ახალგაზრდა დამპროექტებლებისთვის, რომლებიც დიზაინის უმაღლეს სკოლებში სწავლობენ. ფულადი პრემია შეადგენს 30.000 ევროს და გადაეცემა საუკეთესო პროექტს, რომელიც განხორციელებულია დიზაინის უმაღლესი სკოლების სტუდენტების (ერთი ავტორისა თუ ავტორთა ჯგუფის) მიერ.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.adi-design.org.