ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ელჩი ფედერიკა ფავისა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის შეხვედრა

გასულ 16 მაისს ელჩი ფედერიკა ფავი შეხვდა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ელგუჯა ხოკრიშვილს.
ელჩმა ფავიმ ხაზი გაუსვა იტალიური კომპანიების ინტერესს ქართული უწყებების მიერ დაწყებული ინფრასტრუქტურული (მათ შორის, საგზაო ქსელის განვითარებასთან დაკავშირებული) პროექტების მიმართ.
საქართველო, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, წარმოადგენს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) და რუსეთსა და თურქეთს (ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულება) შორის საგზაო მიმოსვლისთვის სტრატეგიულ გზასაყარს.
განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ავტომაგისტრალი E60, რომლის ქართული მონაკვეთი გადაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ფოთიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე და წარმოადგენს დასავლეთ-აღმოსავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქ. ბრესტსა (საფრანგეთი) და ქ. ირკეშტანს (ყირგიზეთი, ჩინეთის საზღვარი).
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზაა ავტომაგისტრალი E70-ის ქართული მონაკვეთი ქ. ფოთსა და თურქეთის საზღვარს შორის.
ინფორმაცია ქართული უწყებების მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია  საქონლის მიწოდებასთან, სამუშაოებისა და მომსახურეობის შესყიდვასთან, ვრცელდება საინფორმაციო სისტემა ExTender-ის მეშვეობით.