ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
28 ოქტომბერი 2024
შეხვედრა ბაროკოს დიდებული ეპოქის მუსიკასთან

უკვე ტრადიციად იქცა იტალიელ შემსრულებელთა მონაწილეობა თბილისის ბაროკოს ფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მუსიკოს-შემსრულებლებს და მსმენელს სთავაზობს, ეზიაროს ბაროკოს ეპოქის მუსიკის ბრწყინვალე სამყაროს. ამიერკავკასიის რეგიონში ბაროკოს მუსიკის ერთადერთი ფესტივალი წელს უკვე მეათედ ჩატარდება და გაიხსნება კონცერტით, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება და ვენეციულ ბაროკოს მიეძღვნება. 1 ნოემბერს (დასაწყისი: 19:30სთ), შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული […]

Წაიკითხე მეტი
14 ოქტომბერი 2024
#SLIM2024, იტალიური ენის ოცდამეოთხე მსოფლიო კვირეული

14-20 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის ოცდამეოთხე კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. ამ ყოველწლიურ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა. იტალიური ენის მსოფლიო კვირეული, რომლის […]

Წაიკითხე მეტი
9 ოქტომბერი 2024
შეტყობინება იტალიური სამზარეულოს მეცხრე მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით (2024 წლის 16-22 ნოემბერი)

იტალიის საელჩო საქართველოში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იმ ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლებიც იტალიური სამზარეულოს მეცხრე მსოფლიო კვირეულის (2024 წლის 16-22 ნოემბერი) ფარგლებში გაიმართება. კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური სამზარეულოსა და გამორჩეული იტალიური აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას. ინტერესის გამოხატვის პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ შეტყობინებებს თანამშრომლობაზე ან დაფინანსებაზე, გამოხატოთ თქვენი ინტერესი და […]

Წაიკითხე მეტი
8 ოქტომბერი 2024
იტალიური ენის XXIV მსოფლიო კვირეულის პრეზენტაცია

14 ოქტომბერს იწყება იტალიური ენის XXIV მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს და კრუსკას აკადემიის ინიციატივითა და იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება და მისი მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა. წლევანდელი კვირეული ეძღვნება თემას „იტალიური ენა და წიგნი: სამყარო სტრიქონებს შუა“. 8 ოქტომბერს, 14:30სთ-ზე (იტალიის დროით), იტალიის საგარეო საქმეთა […]

Წაიკითხე მეტი
23 სექტემბერი 2024
მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი თბილისში ბრუნდება

15 სექტემბერს 32-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” დაიწყო, რომელიც ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის 35 წლის იუბილეს ეძღვნება. კონცერტზე, რომელიც 23 სექტემბერს (დასაწყისი: 19:30სთ) საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი წასდგება. ბრწყინვალე მუსიკოს-შემსრულებლებისგან დაკომპლექტებული ორკესტრი 1982 წელს […]

Წაიკითხე მეტი
20 სექტემბერი 2024
იტალიური ფილმები საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე “თაობა”

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ წელს უკვე მეშვიდედ იმართება და მისი მთავარი მონაწილეები 13-18 წლის ახალგაზრდები არიან – სწორედ ისინი (800-მდე მოზარდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან) შეაფასებენ და გამოავლენენ საუკეთესო კინოფილმებს, გამართავენ დისკუსიებს რეჟისორებთან, მსახიობებსა და კინოსამყაროს სხვა პროფესიების წარმომადგენლებთან. იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული ფესტივალი წელს 20-26 სექტემბერს ქ. ქუთაისში ტარდება. ფესტივალის სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის პროგრამაში […]

Წაიკითხე მეტი
17 სექტემბერი 2024
დიდი წარმატება, ბისზე შესრულება და ხანგრძლივი აპლოდისმენტები იტალიელი დირიჟორის მონაწილეობით

სახელგანთქმული ქართველი მევიოლინე ლიანას ისაკაძის მიერ 1982 წელს დაარსებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადების” ფარგლებში, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართულმა კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ვირტუოზი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკის მონაწილეობით ბორჯომსა და ბათუმში ჩატარებული ორი კონცერტის შემდეგ, მესამე მუსიკალურ ღონისძიებას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდმა დარბაზმა უმასპინძლა და მასში […]

Წაიკითხე მეტი
12 სექტემბერი 2024
იტალიური სპორტის მსოფლიო დღის აღნიშვნა საქართველოში

„სპორტი მხოლოდ შეჯიბრი არ არის, ის თანამშრომლობის გაძლიერების, დიალოგისა და დიპლომატიის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა,“ – საქართველოში იტალიის ელჩის მასიმილიანო დ’ანტუონოს ამ სიტყვებით დასრულდა იტალიური სპორტის მსოფლიო დღის აღნიშვნა საქართველოში. იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ამ ინიციატივამ, რომლის მიზანი, სპორტისა და სპორტსმენების მეშვეობით, იტალიური სპორტული ინდუსტრიებისა და მათთან დაკავშირებული სფეროების პოპულარიზაციაა, ქართულ საზოგადოებაში დიდი […]

Წაიკითხე მეტი
10 სექტემბერი 2024
იტალიური სპორტის მსოფლიო დღე

9-15 სექტემბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება „იტალიური სპორტის დღე“, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივა, რომლის მიზანია, სპორტისა და სპორტსმენების მეშვეობით, იტალიური სპორტული ინდუსტრიებისა და მათთან დაკავშირებული სფეროების პოპულარიზაცია. ეს ინიციატივა შესანიშნავი შესაძლებლობაა არა მხოლოდ სპორტის (როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კვების ხელშემწყობი ინსტრუმენტის) ინკლუზიურობის, ეკოლოგიური მდგრადობისა და ინოვაციურობის, არამედ სპორტის აღმზრდელობითი ფუნქციისა და […]

Წაიკითხე მეტი
10 სექტემბერი 2024
გაცოცხლებული სურათები: „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“

იტალიის საელჩომ საქართველოში ხელოვნების მოყვარულებს შესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა – ორი იტალიელი გენიოსის, მიქელანჯელოსა და რაფაელის ხელოვნება თბილისში ბრუნდება, მაგრამ ამჯერად არა გამოფენის, არამედ თეატრალური წარმოდგენის სახით, რომელშიც თეატრი, სახვითი ხელოვნება და მუსიკაა შერწყმული. 20 წლიანი ისტორიის მქონე ექსპერიმენტული თეატრალური დასი “Teatri 35” კამპანიის რეგიონიდან 19 სექტემბერს კოტე მარჯანიშვილის სახ. პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე წარმოგიდგენთ სპექტაკლს, […]

Წაიკითხე მეტი