ვინ ვართ
სააგენტო ICE იტალიური კომპანიების უცხოეთში პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის პირია, რომელიც ექვემდებარება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს, რომლის მეშვეობით იტალიის მთავრობა ხელს უწყობს ჩვენი კომპანიების სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებასა და გაძლიერებას უცხოურ ბაზრებზე. გარდა ამისა, სააგენტოს მიზანია იტალიაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. დინამიური, მოტივირებული და თანამედროვე ორგანიზებითა და უცხოეთში ფართო ქსელის მეშვეობით, სააგენტო ICE ახორციელებს მცირე და საშუალო იტალიური საწარმოებისთვის ინფორმაციის შეგროვებასთან, დახმარებასთან, პოპულარიზაციასა და ფორმაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას საქმიანობას. მრავალარხიანი კომუნიკაციისა და პოპულარიზაციის სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, სააგენტო მოქმედებს საუკეთესო იტალიური პროდუქტის უცხოეთში უკეთ წარმოჩენისა და დამკვიდრებისათვის.
ამ საქმიანობის ფარგლებში სააგენტო ICE დიდ ყურადღებას აქცევს მცირე და საშუალო საწარმოებს, მათ გაერთიანებებსა და კონსორციუმებს და, რომში მდებარე სათაო ოფისის, მილანის უფისისა და მთელ მსოფლიოში არსებული ქსელის მეშვეობით, ხელს უწყობს იტალიური პროდუქტისა და სერვისების ინტერნაციონალიზაციასა და გასაღებას საერთაშორისო ბაზარზე. უცხოეთში სააგენტო საქმიანობას ახორციელებს იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარგლებში, მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციასა და დაინტერესებულ საჯარო თუ კერძო სუბიექტებთან და კოორდინირებულ დახმარებას უწევს ინტერნაციონალიზაციის პროცესში ჩართულ კომპანიებსა და ეროვნულ ქსელს.
სააგენტო ICE მჭიდროდ თანამშრომლობს იტალიურ კომპანიებთან საერთაშორისო ბაზრებზე მათი ფართოდ წარმოდგენისათვის და ხელს უწყობს უცხოური კომპანიებისათვის იტალიის, როგორც სანდო გლობალური პარტნიორის, იმიჯის წარმოჩინებას. სააგენტოს ექსპერტები იტალიასა და მსოფლიო 60-ზე მეტ ქვეყანაში მზად არიან, გაეცნონ კომპანიის მოთხოვნებს და გაუწიონ უმაღლესი ხარისხის კონსულტაცია თუ მომსახურება, მათ შეუძლიათ სხვადასხვა ბაზრების სწრაფი განვითარების დინამიკის ინტერპრეტირება და დახმარება კომპანიისათვის საუკეთესო შესაძლებლობების მიგნებაში. დამატებითი ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ.
სააგენტო ICE-ს საქმიანობა საქართველოში: თბილისის წარმომადგენლობა
სააგენტო ICE საქართველოში მოქმედებს თბილისის წარმომადგენლობის მეშვეობით, რომელიც სააგენტო ICE-ს ბაქოს ოფისს ექვემდებარება.
კონტაქტი თბილისში:
სააგენტო ICE-ს თბილისის წარმომადგენლობა
ჩიტაძის ქ. 3ა, თბილისი 0108, საქართველო
ელ. ფოსტა: tbilisi@ice.it
ტელ. +995 322222744
ტელ. +994 504622504