ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიის მთავრობის მიერ გამოყოფილი სტიპენდიები

ამ გვერდზე ქვეყნდება სიახლეები იტალიის მთავრობის, სხვა იტალიური ინსტიტუციებისა და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრების მიერ ქართველი მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიებისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ.
2002 წლიდან დღემდე სხვადასხვა იტალიური ინსტიტუციების მიერ გამოყოფილი სტიპენდიებით 300-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გაცემული სტიპენდიების შესახებ ინფორმაციის სანახავად იხილეთ ”შესაძლებლობების” გვერდი იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პორტალზე.

 

72 თვის რაოდენობის სასწავლო სტიპენდია 2026-2027 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა 2026 წლის 26 მარტის 14:00სთმდე (იტალიის დროით)

გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს. 2026-2027 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 72 თვის რაოდენობის სტიპენდია.
სამაგისტრო პროგრამებისთვის, AFAM-ს კურსებისთვის (საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის), დოქტორანტურისთვისა და პროექტებისთვის თანახელმძღვანელობით, გაიცემა 9 თვის ხანგრძლივობის სტიპენდია (9 თვიანი სტიპენდიის გამოყენება  შესაძლებელია 2026 წლის 1 ნოემბრიდან 2027 წლის 31 ივლისამდე); ხოლო იტალიური ენისა და კულტურის კურსებისთვის გაიცემა 3 თვის ხანგრძლივობის სტიპენდია “Italofonia” (მისი გამოყენება შესაძლებელია 2027 წლის 1 იანრიდან 2027 წლის 30 სექტემბრამდე).
სასწავლო სტიპენდია გაიცემა შესარჩევი კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე, კანდიდატებთან გასაუბრებისა და მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედარებითი შეფასების შედეგად.
მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ და მხოლოდ პორტალის Study in Italy მეშვეობით, 2026 წლის 26 მარტის 14:00 საათამდე (იტალიის დროით). პორტალზე დარეგისტრირებისთვის დააჭირეთ აქ.
დაგვიკავშირდით მხოლოდ და მხოლოდ ელ.ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: tbilisi.lettorato@esteri.it (იტალიურ ან ინგლისურ ენებზე).
იტალიურ ენაზე საკონკურსო პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.
ინგლისურ ენაზე საკონკურსო პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.

 

არქივი