ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია შიდა ქართლის რეგიონში
მტკვარ-არაქსისა და ბედენის უძველესი კულტურების აღმოსაჩენად
იტალიელების არქეოლოგიური მისია შიდა ქართლის რეგიონში დაიწყო 2009 წელს. პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III ათასწლეულების კულტურების შესწავლას ითვალისწინებს. პროექტს უძღვებიან პროფესორი ელენა როვა, დოქტორი ზურაბ მახარაძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) და პროფესორი მარინა ფუთურიძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). პირველი ორი ექსპედიცია (2009-2010), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კა’ ფოსკარისა და თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და დოქტორანტებმა (ნახ.1), ძირითადად მიეძღვნა ნაცარგორის ნასახლარისა და ნეკროპოლის შესწავლას. ნაცარგორის გათხრები 1984 და 1987 წლებში ჩაატარა ა. რამიშვილმა. შედეგები ჯერაც არ არის გამოქვეყნებული.
ნაცარგორა მდებარეობს ხაშურის რაიონის დასავლეთ საზღვართან (ნახ.2). მესამე სურათზე გამოსახული ბორცვის ადგილას (ფოტ.3) ძვ.წ.აღ. III ათასწლეულში დასახლება არსებობდა. როგორც ცხოველებისა და მცენარეების ნამარხის შესწავლა გვიჩვენებს, აქ მცხოვრები ადამიანები მიწათმოქმედებას, მეჯოგეობას და ხელოსნობას (ქსოვა, მეტალურგია) მისდევდნენ. ამ პერიოდიდან შემორჩენილია ქოხების ნანგრევები სხვადასხვა სახის კერის ნაშთებით (ფოტ.4), სამეურნეო სათავსოებითა და ორმოები, საიდანაც, შესანიშნავი ხარისხის კერამიკის გარდა (ფოტ.5), ამოღებულია უაღრესად საინტერესო ექსპონატები. ამ უკანასკნელთა შორის არის საკულტო რელიეფი, რომელიც შესაძლოა ღვთაებას გამოსახავდეს (ფოტ.6).
ნეკროპოლი მდებარეობს ნასახლარიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით. გარდაცვლილებს მარხავდნენ ორმოებში, რომლებსაც ქვების გროვით ფარავდნენ (ფოტ.7). ნივთებს შორის იყო კერამიკული ჭურჭელი, რომელსაც მიცვალებულს თავთან უწყობდნენ, თითქოს გარდაცვლილს საჭმელს მიართმევდნენ. გარდა ამისა, გვხვდება მოსართავებიც: ლითონისგან დამზადებული გულსაბნევები, სამაჯურები და ბეჭდები, დამუშავებული ქვისა და მინის თვლები (ფოტ.8).
ამ ნასახლარის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ საქმე ეხება რეგიონის მცირერიცხოვანი სამარხებიდან ერთ-ერთს, რომელშიც დასტურდება ორივე კულტურის – მტკვარ-არაქსისა (IV ათასწლეულის დასასრული – III ათასწლეულის I ნახევარი) და ბედენის (III ათასწლეულის II ნახევარი) არქეოლოგიური მასალის არსებობა. ბედენის კულტურაში, რომელიც ტრადიციულად მომთაბარე კულტურად ითვლება, დასტურდება ნასახლარების არსებობა. ამდენად, გათხრების შედეგად, მოგვეცა იშვიათი შესაძლებლობა, გამოვიკვლიოთ ქრონოლოგიურად ერთმანეთთან ახლოს მყოფ, მაგრამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ ორ კულტურას შორის არსებული და დღემდე უცნობი კავშირი, რაც აისახება, მაგალითად, კერამიკის წარმოებაში (ფოტ.9).
იტალიელი არქეოლოგების ჯგუფი მიზნად ისახავს, ამ ადგილების ზედაპირის შესწავლის გზით, რომლისთვისაც საჰაერო და სატელიტური ფოტოების ანალიზის ჩატარება იქნება საჭირო, და გეოლოგებთან და გეომორფოლოგიის მკვლევრებთან კონსულტაციით, დაადგინოს ბუნებრივი ლანდშაფტის თავისებურებები (მაგ. მდინარეების კალაპოტების ადგილმდებარეობა იმ უძველეს დროში და ა.შ.) და მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანთა დასახლებების განლაგება (ნახ.10); აგრეთვე, მოპოვებული მასალის (კერამიკა, ობსიდიანი) არქეომეტრული ანალიზის საშუალებით განსაზღვროს ამ ადგილების უძველესი მოსახლეობის მიერ პირველადი ნედლეულის მოპოვებისა და მისი დამუშავების წესი.
გარდა ამისა, 2010 წელს ჩატარებული სამუშაოების მიმდინარეობისას, გაითხარა ორი ყორღანი (მონუმენტური სამარხები, ფოტ.11) ოხერახევში, შიდა ქართლის რეგიონის აღმოსავლეთ საზღვართან. ერთ-ერთ მათგანში, რომელიც ბედენის კულტურას მიეკუთვნება, ნაპოვნია ქვის დასაკრძალი სენაკი (ფოტ.12), აგრეთვე ნივთები, რომელიც გარკვეულწილად ახლოსაა ნაცარგორაში აღმოჩენილ არქეოლოგიურ მონაპოვართან (ფოტ.13).
პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის იხილეთ:
- შიდა ქართლის არქეოლოგიური პროექტი, კა’ ფოსკარის უნივერსიტეტი
- პროექტის Facebook გვერდი
- პროექტის პრეზენტაციის ამსახველი ვიდეო
- შიდა ქართლის არქეოლოგიური პროექტი, ბროშურა
- ონლაინ ჟურნალი Cafoscarinews, სტატია
- ნაცარგორა: ორი თვალი, კომიქსი
- შიდა ქართლის არქეოლოგიური პროექტი, 2017 წლის ანგარიში
ბიბლიოგრაფია:
- E. Rova, Aims and First Results of the Georgian-Italian Shida Kartli Archaeological Project, in A. Shanshiashvili (ed.),The Caucasus: Georgia on the Crossroads. Cultural Exchanges Across Europe and Beyond (Proceedings of the 2nd International Symposium of Georgian Art, Firenze 2-9 November 2009), Tbilisi, 2011, 66-71.
- M. Puturidze, E. Rova, The Joint Shida Kartli Archaeological Project: Aims and Results of the First Field Season (Autumn 2009), in Proceedings of the 7th International Congress on the Archaeology of the Ancient Near East (ICAANE, London, 12-16 April 2010), Wiesbaden: Harrassowitz, 2012, 51-70.
- E. Rova, M. Puturidze, Z. Makharadze, The Georgian-Italian Shida Kartli Archaeological Project: A Report on the First Two Field Seasons 2009 and 2010, in “Rivista di Archeologia” 34, 2010 (2011), 5-30.
- E. Rova, Z. Makharadze, M. Puturidze, New Research on the 3rd Millennium B.C. Cultures of the Southern Caucasus: The 2010 and 2011 Field Campaigns of the Georgian-Italian Shida Kartli Archaeological Project.
- Z. Makharadze, M. Puturidze, E. Rova, Results of the Joint Shida Kartli Georgian-Italian Project: Perspectives of Research on the Natsargora Settlement and Cemetery, in AA.VV., Georgian archaeology at the turn of the 21st century: results and perspectives, Tbilisi, 2011, 92-95.
- S. Furlani, A. Stinghen, L. Bertoldi, E. Boaretto, A. Bondesan, D. Kuparadze, M. Massironi, G. Monegato, E. Rova, Integrating Archeological and Geomorphological Data to evaluate the Late-Holocene Behaviour of the Kartalini Basin (Georgia), in “Il Quaternario”, 24 (Special number), 2011.
- M. Puturidze, E. Rova (eds.), Khashuri Natsargora: The Early Bronze Age Graves – Publications of the Georgian-Italian Shida Kartli Archaeological Project I (Subartu 30), Brepols Publishers, Turnhout 2012.
- Furlani, G. Monegato, A. Stinghen, E. Rova, D. Kuparadze, G. Boschian, M. Massironi, A. Bondesan, Paleohydrographic Evolution and its Influence on Human Settlement in the Karthaliny Basin (Georgia), in “Alpine and Mediterranean Quaternary” (AMQ), 25 (1) 2012, 57-66.
- G. Boschian, E. Rova, Geoarchaeology and Soil Micromorphology of Early Bronze Age Anthropic Features from Natsargora Settlement (Southern Caucasus, Georgia) – Preliminary data from the Georgian-Italian Shida Kartli Archaeological Project, in AA.VV. (eds.), Proceedings of the 8th International Congress on the Archaeology of the Ancient Near East (ICAANE, Warsaw, 30/04/-04/05/2012).
სტატიები:
- E. Rova, The First Field Season (2009) of the Georgian-Italian Shida Kartli Archaeological Project (სამეცნიერო ონლაინ ჟურნალი “Archeogate”, 2011 წლის 12 მაისი)
- E. Rova, The Second Field Season (2010) of the Georgian-Italian Shida Kartli Archaeological Project (სამეცნიერო ონლაინ ჟურნალი “Archeogate”, 2011 წლის 6 ივნისი)
- E. Rova, The Third Field Season (2011) of the Georgian-Italian Shida Kartli Archaeological Project (სამეცნიერო ონლაინ ჟურნალი “Archeogate”, 2012 წლის 11 იანვარი)
- Italian Ambassador visits Archeological site in Shida Kartli (“The Messenger”, 2012 წლის 5 ივლისი)
- Archeologi del Nordest, cacciatori di necropoli (“Gazzettino”, 2012 წლის 15 ოქტომბერი)
- “Dentro la miniera d’oro di cinquemila anni fa (“La Nuova Venezia”, 2013 წლის 17 თებერვალი)
სატელევიზიო სიუჟეტები: