უცხოური საჯარო დოკუმენტების ლეგალიზაციის წესი გაუქმდა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც შეუერთდნენ ჰააგის 1961 წლის 05.10.1961 კონვენციას და იგი შეიცვალა აპოსტილით. საქართველომ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 2007 წელს, აქედან გამომდინარე, საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია აღარ არის საჭირო.
საქართველოში გაცემული დოკუმენტების იტალიაში აღიარებისათვის აუცილებელია მოითხოვოთ თარგმანის შესაბამისობა ორიგინალ ტექსტთან ქვემოთ მოცემული პროცედურების მიხედვით:
– დაჯავშნეთ შეხვედრა იტალიის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში Prenot@mi პორტალის მეშვეობით (აირჩიეთ მოწოდებული მომსახურება – ლეგალიზაცია) და ვიზიტის დღეს გადაიხადეთ შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი;
– ვიზიტის დღეს წარუდგინეთ საკონსულო განყოფილებას დოკუმენტაციის აპოსტილით დამოწმებული ორიგინალი და მათი თარგმანი იტალიურ ენაზე. აპოსტილის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კომპეტენტურ უწყებას. საელჩო არ ახორციელებს თარგმანს, არამედ ადასტურებს მხოლოდ თარგმანის შესაბამისობას ორიგინალთან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სავალდებულო არ არის თარგმანი განხორციელდეს ოფიციალური თარჯიმანის მიერ, საკმარისია მათი პროფესიულ დონეზე შესრულება (“პროფესიონალი თარჯიმნების” სიის სანახავად დააჭირეთ აქ. ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ საკონსულო მომსახურების სექციის ბმულს).
დოკუმენტების თარგმანის შესაბამისობასა და აპოსტილის შესახებ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდის შესაბამის ბმულებს.