ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები იტალიაში

თუ გაინტერესებთ, რატომ არის მიმზიდველი ინვესტირება იტალიაში, დააჭირეთ აქ.

მშპ-ს საერთო მოცულობით, იტალია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებს შორის მეექვსე და ევროპის ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. იტალიის წილი ევროკავშირის მშპ-ს 13%-ზე მეტს შეადგენს.
წარმოების მახასიათებლების თვალსაზრისით, იტალიის წარმოების სტრუქტურა ეკონომიკური სექტორების მიხედვით ევროპის ძირითადი ქვეყნების მსგავსია, გადამამუშავებელი ინდუსტრიისა და მშენებლობის პროდუქცია 27,7%-ს, ხოლო მომსახურების სფერო 70%-ს შეადგენს. ამ დარგში ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მშპ-ს წილი ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.
ხმელთაშუაზღვისპირეთის შუაგულში მდებარე იტალია უმნიშვნელოვანესი გზასაყარია ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპის დამაკავშირებელი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მიმოსვლისათვის.
იტალიური ბაზარი, 60 მილიონამდე მომხმარებლითა და მშპ-ს მოცულობით, გაფართოების მოსურნე კომპანიებს მრავალიცხოვან შესაძლებლობას სთავაზობს.
სტრატეგიული ადგილმდებარეობის წყალობით, იტალიის მომხმარებელთა რიცხვი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 396 მილიონს, ხოლო ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 240 მილიონს აღწევს.
მოწინავე პოზიციაზე მყოფი იტალიის წილი ევროპის ნაზარზე 11%-ია, ხოლო მისი საქონელბრუნვა დაახლოებით 65 მილიარდ ევროს შეადგენს.
საწარმოს ამუშავების ხარჯების სიმცირის თვალსაზრისით, ბიოტექნოლოგიის დარგში იტალია ევროპაში პირველ ადგილზეა, ხოლო სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების, ქიმიისა და ელექტრონიკის დარგებში პროდუქციის ტესტირების კუთხით – მეორე ადგილზე.

იტალიაში საქმიანი ურთიერთობების დამყარებით დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ:
ეკონომიკის სამინისტროს ცნობარები Doing Business in Italy და Why Invest in Italy;
ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ხაზინის დეპარტამენტის მიერ მომზადებული მაკროეკონომიკური ინფორმაცია;
იტალიის ბანკის მიერ მომზადებული სტატისტიკური ინფორმაცია იტალიის ეკონომიკასთან დაკავშირებით;
სტარტაპის ვიზა (Italia Startup Visa): უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ ინოვაციური სტარტაპ საქმიანობის განხორციელება იტალიის ტერიტორიაზე (იხ. 2012 წლის 17 დეკემბრის n. 221 კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი), შეუძლიათ ავტონომიური საქმიანობისთვის გათვალისწინებული სტარტაპის ვიზის მოთხოვნა. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გზამკვლევი და პროგრამის პრეზენტაცია;
სამეწარმეო რეესტრი, სადაც განთავსებულია ოფიციალური ინფორმაცია იტალიის ტერიტორიაზე სათაო ოფისის ან წარმომადგენლობის მქონე კომპანიების შესახებ;
OpportunItaly, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) ახალი სტრატეგიული პროგრამა ექსპორტის აქსელერაციისთვის;
2017 წლის ბიუჯეტის კანონით განისაზღვრა “flat tax”, მოსაკრებელი უცხოელებისთვის. დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.