
მასიმილიანო დ’ანტუონო
დაიბადა 1967 წლის 2 ივლისს ქ. რომში. 1995 წელს დაამთავრა რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტი პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალობით. 1988 წლიდან ფინანსთა სამინისტროში მუშაობის შემდეგ, 1998 წლის 31 დეკემბერს შეუდგა დიპლომატიურ სამსახურს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა დაიწყო მიგრაციისა და სოციალურ საქმეთა გენერალურ დეპარტამენტში, უცხოეთში მცხოვრებ იტალიელებთან, კერძოდ, საარჩევნო ხმის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
2000 წელს დაინიშნა იტალიის საელჩოს მეორე კომერციულ მდივნად ქ. ტირანაში (ალბანეთი), სადაც მუშაობდა იტალიის საკონსულო ქსელის რეორგანიზაციაზე (მათ შორის, ვალონასა და სკუტარიში საკონსულოების გახსნაზე), განვითარებისა და თანამშრომლობის ორმხრივ პროგრამებზე და ალბანეთში იტალიის სამხედრო კონტინგენტთან დაკავშირებულ საკითხებზე.
2002 წელს დაინიშნა მეორე მდივნად ქ. ნიუ-იორკში გაეროში იტალიის მუდმივ წარმომადგენლობაში, სადაც მუშაობდა პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე და ითავსებდა პრესმდივნისა და, ასევე, ჰუმანიტარულ საკითხებში ექსპერტის ფუნქციებს.
2005 წელს დაინიშნა ქ. ერ-რიადში (საუდის არაბეთი) იტალიის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელად.
2007 წელს გაიგზავნა მისიით ქ. ჰერათში (ავღანეთი), სადაც ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების მისიის შემადგენლობაში რეკონსტრუქციის ჯგუფის სამოქალაქო ნაწილის ხელმძღვანელის ფუნქციებს ითავსებდა.
2008 წელს დაბრუნდა ქ. რომში, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ სამდივნოსთან არსებული კრიზისების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილედ.
2010 წელს დაინიშნა პოლიტიკურ მრჩევლად ქ. ნიუ-იორკში გაეროში იტალიის მუდმივ წარმომადგენლობაში, სადაც მუშაობდა ჯერ აფრიკასთან, შემდეგ განაიარაღებასთან, შეიარაღების გაუვრცელებლობასა და განაღმვასთან, მერე კი აზიასთან, კერძოდ, ავღანეთთან დაკავშირებულ საკითხებზე (მათ შორის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საკითხებზე).
2014 წელს დაინიშნა იტალიის ელჩად ქ. კინშასაში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა).
2016 წელს დაბრუნდა ქ. რომში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვეყნის სისტემის პოპულარიზაციის გენერალურ დეპარტამენტში, სადაც იტალიური სამხედრო მრეწველობის ინტერნაციონალიზაციას ხელმძღვანელობდა.
2018 წელს დაინიშნა მისიის ხელმძღვანელად იტალიის საელჩოში ქ. დამასკოში (სირია).
2024 წელს დაინიშნა იტალიის ელჩად საქართველოში.
ჯილდოები: იტალიის რესპუბლიკის დამსახურების ორდენის კავალერი, 2008 წელი.