ამ გვერდზე ქვეყნდება სიახლეები იტალიის მთავრობის, სხვა იტალიური ინსტიტუციებისა და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრების მიერ ქართველი მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიებისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ.
2002 წლიდან დღემდე სხვადასხვა იტალიური ინსტიტუციების მიერ გამოყოფილი სტიპენდიებით 300-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გაცემული სტიპენდიების შესახებ ინფორმაციის სანახავად იხილეთ ”შესაძლებლობების” გვერდი იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პორტალზე.
2022-2023 აკადემიური წლისთვის იტალიის მთავრობის მიერ გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა სიისა და ასევე, სათადარიგო სიის სანახავად დააჭირეთ აქ.
შენიშვნა: კონკურსის მონაწილენი, რომლებიც გამარჯვებულთა სიაში არ არიან მითითებულნი, კონკურსში გამარჯვებულად არ ითვლებიან.