Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

თანამედროვე ხელოვნების დღე

თარიღი:

03/10/2022


თანამედროვე ხელოვნების დღე

8 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრამდე ჩატარდება თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილი, რიგით მე-18 ღონისძიება, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და თანამედროვე ხელოვნების იტალიური მუზეუმების ასოციაციის (AMACI) ერთობლივი ორგანიზებით იმართება. ღონისძიება, რომლის მიზანია თანამედროვე იტალიური ხელოვნების წარმოჩენა-პოპულარიზაცია, აერთიანებს მუზეუმებს, კულტურულ და სახელოვნებო ფონდებს, საჯარო თუ კერძო ინსტიტუციებს, სამხატვრო გალერეებსა და სტუდიებს.

წლევანდელი „თანამედროვე ხელოვნების დღე" ეკოლოგიას ეძღვნება, ის ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და ხელოვნების მოყვარულებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს (ღონისძიებებზე დასწრება უფასოა): თანამედროვე ხელოვნების იტალიური მუზეუმების ასოციაციის (AMACI) მიერ სპეციალურად დაგეგმილ ღონისძიებებს; გამოფენების ონლაინ პრეზენტაციებს; დისკუსიებსა და შეხვედრებს იმ ხელოვანებთან, რომელთა ნამუშევრები წარმოდგენილია ფარნეზინას კოლექციაში. გარდა ამისა, ფარნეზინას კოლექცია, სადაც დაცულია მეოცე საუკუნის ხელოვნების 400-ზე მეტი ნიმუში, ღია იქნება დამთვალიერებლისთვის.

წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, აუცილებელია დარეგისტრირება 7 ოქტომბრამდე ბმულზე: https://giornatadelcontemporaneo.amaci.org/it.

დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1446