Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური მონაწილეობა საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე "თაობა"

თარიღი:

14/09/2022


იტალიური მონაწილეობა საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა" წელს უკვე მეხუთედ იმართება და მისი მთავარი მონაწილეები 13-18 წლის ახალგაზრდები არიან - სწორედ ისინი (300-მდე მოზარდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან) შეაფასებენ და გამოავლენენ საუკეთესო კინოფილმებს, გამართავენ დისკუსიებს რეჟისორებთან, მსახიობებსა და კინოსამყაროს სხვა პროფესიების წარმომადგენლებთან. ფესტივალის მონაწილეებს ფილმების ჩვენებებით, შეხვედრებით, სემინარებითა და სხვადასხვა ღონისძიებებით აღსავსე ხუთი საინტერესო დღე ელით.

ფესტივალს, რომელიც იტალიის საელჩოს ხელშეწყობით იმართება, საბავშვო და ახალგაზრდული ფილმების სახელგანთქმული ფესტივალის, "ჯიფონის" დირექტორი იაკოპო გუბიტოზი და 13-17 წლის იტალიელი მოზარდები ესტუმრებიან, 16 სექტემბერს კი, კინოთეატრ "ამირანში" ცნობილი იტალიელი ინფლუენსერის, მატეო პელუზის მასტერკლასი გაიმართება (დასაწყისი: 17:00სთ).


ადგილი:

Tbilisi

1441