იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრომ დააფუძნა პრემია "Science, She Says!", რომელიც განკუთვნილია სამეცნიერო საქმიანობით გამორჩეული ახალგაზრდა უცხოელი მეცნიერ-მკვლევარი ქალებისთვის (კონკურსში მონაწილე არ უნდა იყოს იტალიის მოქალაქე და მისი მაქსიმალური ასაკი 40 წელია).
პრემია (საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გაცემული დიპლომი და მედალი) გამარჯვებულ მეცნიერ ქალებს გადაეცემა სამეცნიერო ატაშეების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში, ქ. პადუაში გაიმართება.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია იტალიის საელჩოში, არაუგვიანეს 2022 წლის 15 სექტემბრის 15:00 სთ-მდე (საქართველოს დროით), ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it
ახალგაზრდა ნიჭიერი მეცნიერის დაჯილდოებისთვის გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია მოცემულია საკონკურსო პირობებში, რომლის ნახვა ინგლისურ ენაზე შესაძლებელია აქ.
"Science, She Says!", ჯილდო ახალგაზრდა უცხოელი მეცნიერი ქალებისთვის
2022-08-19

Maeci
ადგილი:
Tbilisi