Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

"Vivo d'arte", კონკურსი უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდა იტალიელი ხელოვანებისთვის

თარიღი:

03/05/2022


წელს უკვე მეოთხედ იმართება კონკურსი "Vivo d’Arte" უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდა (36 წლამდე ასაკის) იტალიელი ხელოვანებისთვის. კონკურსი ტარდება საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ, ფონდ "Romaeuropa"-სთან თანამშრომლობით.

ახალგაზრდა ხელოვანებს შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ თეატრის, ცეკვისა და მუსიკის დარგში შექმნილი საკუთარი ნამუშევრებით. გამარჯვებული პროექტი წარმოდგენილი იქნება ფესტივალის "Romaeuropa" ფარგლებში, რომელიც 8 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე ქ. რომში გაიმართება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 8 მაისის 23:50სთ (იტალიური დროით).

კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1398