გრძელდება არქეოლოგიური მისია ჯავახეთის ზეგანზე ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის (დოქტ. ფერანდი) ხელმძღვანელობით, რომელიც ხორციელდება ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (პროფ. ლიჩელი) და სამეცნიერო კვლევების ეროვნული საბჭოს ორლეანის ლაბორატორიასთან (პროფ. გრატუზი) ერთად, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლეთის კვლევათა საერთაშორისო ასოციაციის (ISMEO) დაფინანსებით.
2021 წლის ზაფხულში არქეოლოგებმა მაღლობზე მიაკვლიეს ნამოსახლარებს, რომელთა არსებობა ჭიქიანის მთის ბრინჯაოს ხანის დროინდელ ობსიდიანის საბადოებს უკავშირდება. ნამოსახლარებისთვის დამახასიათებელია ქვის რთული სტრუქტურის მქონე საცხოვრებლები (ხშირად ნაგებობის ცენტრში მოწყობილი კერით), პირუტყვის სადგომები მეგალითური ღობეებით და ობსიდიანის ნაკეთობები. ნამოსახლარების გარდა, პირველად იქნა აღმოჩენილი ღია ცისქვეშ არსებული ფიქლის (მეტამორფული ქანის, რომელიც ამ სიმაღლეზე ძალიან იშვიათია) ქვაბები.
ამ უამრავი არტეფაქტის გარდა, რამდენიმე ყორღანში (მსგავსი ყორღანები თრიალეთში გვხვდება) აღმოჩენილია ათეულობით ობსიდიანის ნაკეთობა და, ასევე, ობსიდიანის დამუშავების „სახელოსნოების“ კვალი. ამჟამად მიმდინარეობს არქეოლოგიური მასალების შესწავლა და დათარიღება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ჯავახეთის ზეგანზე აღმოჩენილი ნამოსახლარების წარმოშობის დასადგენად.
არქეოლოგიური მისია ჯავახეთის ზეგანზე
2021-09-15

Maeci
ადგილი:
Tbilisi